რხვითი სისტემის საკუთარი სიხშირის განსაზღვრის ხერხი = Method for Determination of the Natural Frequency of Resonant System : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 1997 1250 B : (51) G 01 R 27/26 (IPC, 2006) / ზაალ აზმაიფარაშვილი, არჩილ ფრანგიშვილი. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 1997 11 10 №14. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 5 გვ. ; 2 ფიგ.

– პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

გამოგონება განეკუთვნება რადიოსაზომ ტექნიკას და შეიძლება გამოყენებული იქნეს, უპირატესად, დაბალი ვარგისობის მქონე რხევითი სისტემების საკუთარი(რეზონანსული) სიხშირის განსაზღვრისათვის, მაგალითად, ელექტრიენერგიის გადამცემი კაბელებისა და კავშირგაბმულობის ხაზების დიაგნოსტიკისათვის.
გამოგონების ტექნიკური შედეგია დიდი ელექტრომაგნიტური დანაკარგებისმქონე რხევითი სისტემების, მაგალითად, განაწოლებული პარამეტრების წქონე გრძელი ხაზების, მოცულობითი რეზონატორების და ა.შ., საკუთარი სიხშირის განსაზღვრის სიზუსტის გაზრდა.
რხევითი სისტემის საკუთარი სიხშირის განსაზღვრის ხერხი ითვალისწინებს სისიტემის შესასვლელზე დროში უწყვეტად ცვლადი სიგნალის მიწოდებას, სისტემის გამოსასვლელზე მიღებული ამპლიტუდურ-სიხშირული მახასიათებლის ამსახველი იმპულსის მაქსიმალური დონის მნიშვნელობის ფიქსაციას, მის გაზომვას, ამ დონის ქვედონეებად დაყოფას, ფორმირებულ ქვედონეებისა და ამპლიტუდურ-სიხშირული მახასიათებლის გადაკვეთის წერტილებში სიხშირეების გაზომვას. გაზომილი სიხშირეების მნიშვნელობები და ამპლიტუდურ-სიხშირული მახასიათებლის მაქსიმუმის მნიშვნელობა შეჰყავთ პროცესორულ გამომთვლელ მოწყობილობაში და ამ მონაცემების საფუძველზე განსაზღვრავენ რხევითი სისიტემის საკუთარ სიხშირეს.

1250 ge B 1997-11-10 published Sakpatenti

რადიოსაზომი ტექნიკა რხვითი სისტემა სიხშირის განსაზღვრა კავშირგაბმულობა