შიგა წვის ძრავა = Internal Combustion Engine : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 1005 (4894029) B : (51) F 02 B 19/00 (IPC, 2006) / დან მერიტი. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45):1997-05 # 7-15 - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 32 გვ. 8 ფიგ.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

შიგაწვის ძრავა შეიცავს პირველ და მეორე ცილინდრებს, 12,14, ამასთან, პირველ ცილინდრს 12 აქვს მეტი მუშა მოცულობა, ვიდრე მეორე ცილინდრს 14 და მეორე ცილინდრი შესრულებულია პირველი ცილინდრის თავში. პირველი და მეორე დგუშები 16,18 დაყენებულია, შესაბამისად, პირველ და მეორე ცილინდრებში უკუქცევით_წინსვლითი მოძრაობის შესაძლებლობით, ამასთან, მეორე დგუში შესრულებულია შვერილის სახით პირველი დგუშის 16 ძროზე. მეორე დგუშში 18 შესრულებულია წვის კამერა 20 ნახვრეტით 44 ჰაერისათვის, რომლითაც უერთდება პირველ ცილინდრს და მეორე ნახვრეტით 40, რომლითაც უერთდება მეორე ცილინდრს, ძრავაში გათვალისწინებულია შემშვები საშუალება 25 ჰაერის ან მისი მაგვარის მისაწოდებლად პირველ ცილინდრში 12 პირველი დგუშის 16 შეშვების სვლის დროს, აგრეთვე, შემშვები საშუალება მეორე ცილინდრში 14 სათბობის მისაწოდებლად. პირველ და მეორე ცილინდრებს შორის არსებობს გასასვლელი, რომელიც უზრუნველყოფს პირველი ცილინდრიდან 12 მეორეში 14 ჰაერის გადაადგილების შესაძლებლობას წვის კამერის გვერდის ავლით, დგუშების ცილინდრების მიმართ მოცემული კუთხის სიგრძეზე გა

დაადგილების გზით მეორე ცილინდრიდან 14 წვის კამერაში 20 აირების გადაადგილების დასახმარებლად. გათვალისწინებულია, აგრეთვე, დამატებითი საშუალება ჰაერის გადაადგილების რეგულირებისათვის.

1005(4894029) ge B 1997-05-15 published Sakpatenti

ძრავთმშენებლობა ძრავა ავტომობილი საფრენი აპარატი