ქართული ლიტერატურის ისტორია მე-XIX ს. - დღევანდლამდე. ნაწ. 1 /
- 1925.
- VII, 232 გვ.
ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი. თავფურცელზე: „ტბა. 1925. 15/VIII. ტიტე ფარცხალაძემ მომცა. ი. გრ“. („გამომცემლობა: „მეცნიერება“ საქართველოში“) არეულია ალ. ორბელიანზე, 42, 48“. ფორზაცზე გაზეთიდან ამოჭრილი სსსრ განათლების სახ. კომისარიატის განკარგულება ამ წიგნის აკრძალვის შესახებ, მიწერილია: „ამ წიგნში სამივე წიგნია. სარჩევი. I ნაწილი. ალექსანდრე ჭავჭავაძე-გვ. 70“... და ა. შ. სამივე ნაწილის სარჩევია შედგენილი, ბოლოს მიწერილია: „ი. გრ“. გვ. VI. მოხაზულია: „ალ. ჭავჭავაძის „ეპიკურეიზმი“, ნიკ. ბარათაშვილის „პესიმიზმი“, „ვორონცოვის ეპოქა“ და სხვ“. და მიწერილია: „104. ახალია? ნახალია“. გვ. 42. ხაზგასმულია ადგილები, არშიაზე: „ფრონელის სიტყვები, გვ. 23. მისია? ფრონელი, გვ. 26 და აქტები ტ. I, გვ. 5–6“. გვ. 45. სქოლიოში ხაზგასმულია: „იხ. წ. კ. გ. ს. მუზ. ხელნაწ. № 1490“, ნომერი წრეშემოვლებულია და მიწერილი: „1656“. გვ. 47. სქოლიოში ხაზგასმულია: „Алекс. 1. თარგმნ. გერმ. გვ. 37“, მიწერილია: „ეს წიგნი მაქვს. ი. გრ“. გვ. 48. ხაზგასმულია ადგილები ალ. ორბელიანის შესახებ, არშიაზე მიწერილია: „ფრონელი, გვ. 51; იოსელიანი – ამის სიტყვები, გვ. 251“. გვ. 49. ხაზგასმულია 3 სტრ., დაწყებული: „საზოგადოებრივ განვითარებას“... და მიწერილია: „ალ. ჭ-ძეც სამსახურ“. ხაზგასმულია: „განვითარების შესახებ საუბარი უკვე შეუძლებელია“... და მიწერილია: „იხ. პ. იოსელ. გვ. 2“. გვ.-50. ხაზგასმულია: „ნამდვილი ქართველი იმავე დროს რუსი უნდა იყვესო“, მიწერილია: „იხ. მეუნარგიას „ორბელიანი“, გვ. 119“. გვ. 51. სქოლიოში ხაზგასმულია: „იხ. ისარლიშვილის „Письма о Грузии,“ გვ. 315“ და მიწერილია: „ეს წერილი ეკუთვნის ალ. ჭ-ძეს. იხ. „ქართ. მწერ“., № 3–4“. გვ. 56. მოყვანილია ლექსი „რად გიკვირს პატიმარს მწუხარებანი“... და მიწერილია: „არის თეკლესი“. გვ. 67. „გორდიევი“-ს გასწვრივ მიწერილია: „გორდეევია“. გვ. 69. ხაზგასმულია სტრიქონები: „ჩვენი საუკეთესო პოეტები“ და მიწერილია: „აზრთა წინააღმდეგობა“. გვ. 70. ხაზგასმულია ალ. ჭავჭავაძის დაბადების თარიღი: „1784“ და მიწერილია: „ალბად კორექტურული შეცდომა უნდა იყოს“. გვ. 71. სქოლიოში მოხაზულია: „იხ. იქვე“ და მიწერილია: „აქტები? № 1656“. გვ. 73. ხაზგასმულია: „მისი ბიოგრაფია შეიცავს რამდენიმე ხაზს“, მიწერილია: „ვითომ?“ მოხაზულია და ხაზგასმული სტრიქონები: „ამის მამამ თ-მა გარსევან ჭავჭავაძემ“... და მიწერილია: „ალბად „ფარულ საზ. 1832 წ. ამბოხ“., მოხაზულია: „გენერალ-მაიორის ჩინშიც“, მიწერილია კითხვის ნიშანი. ხაზგასმულია: „ლუარსაბ ორბელიანმა“ და მიწერილია: „ლ. ორბელიანი, ალექსანდრეს ცოლის ძმა“. ხაზგასმულია: „დაიბადა 1787 წ“., მიწერილია“: „ჩანს ვახ. კოტეტიშვილი დარწმუნებულია რომ ალ. ჭ-ძე დაიბადა 1787 წელს, დაიბადა 1786 წ“. ხაზგასმულია: „იხ. წ. კ. გ. ს. მუზ. № 1662“, მიწერილია: „№ 1656, გვ. 13–14“. გვ. 74. ხაზგასმულია: „ალექსანდრე ჭავჭავაძე საქართველოს გარკვეულად არ ახსენებს, ეს რასაკვირველია ცენზურის პირობებით აიხსნებოდა“, მიწერილია: „იხ. გვ. 48“. გვ. 75. მოხაზულია: „იმ ხანებში ვინმე მაჩაბელი“..., ჩამატებულია „[სიმონ]“; მოხაზულია სქოლიო მთლიანად, მიწერილია არშიაზე: „ანეგდოტი?“, ქვედა არშიაზე: „იხ. საქ. საეთნოგრაფიო და საისტ. საზ. კრებული: ხალხური სიტყვიერება“, წ. 1, გვ. 187“. გვ. 77. ხაზგასმულია: „სახეს არ იღრუბლავდა“ და მიწერილია: „გვ. 76“. მოხაზულია: „ახალი ცრემლითაც“... და მიწერილია: „პოეტში იყო ორი მიმართულება: ეროტიული და პატრიოტული“. გვ. 86. ხაზგასმულია: „თავის გვარ ლექსთა შორის“ და მიწერილია: „ამ ჟანრის“. გვ. 96. ხაზგასმულია: „ტფილისის აჯანყების იარაღით ჩამქრობი“... ეხება გრ. ორბელიანს, მიწერილია: „ტყუილია“. ხაზგასმულია: „ნელ-ნელად თავებს ვაჭრევინებ“-ო, მიწერილია: „...ჩემი საიათნოვა“. სქოლიოში ხაზგასმულია: „იხ. წერილი გრ. ორბელიანისა თავის ძმა-ილიასთან“ და მიწერილია: „სად? სთქვი, რომ იონას წიგნშია რაღა?... „იხილე“ საჭირო არის?“ გვ. 97. ხაზგასმულია და მოხაზული: „ყველაფერსა აქვს ისტორიული პერსპექტივა“... და მიწერილია: „მართალია!. გვ. 98. ხაზგასმულია: „მამაპაპური ხმალ-ხანჯალი, კედელზე უქმად ჩამოკიდებული“, მიწერილია: „იხ. ვაჟას ლექსი“. გვ. 99. მოხაზულია ბოლო სტრიქონები და მიწერილია: „კარგია“. გვ. 100. არშიაზე მიწერილია: „ერთი კარგი სიტყვითაც არ იხსენიებს ი. მეუნარგიას“. გვ. 101. მოხაზულია რამდენიმე სტრიქონი და მიწერილია: „იხ. საიათნოვა“. გვ. 102. ხაზგასმულია სტრიქონები, მიწერილია: „ი. მეუნარგიასია. რატომ ფრჩხილებში არ არის? ეს ამაზე ადრე მე მაქვს „საიათნოვაში“. გვ. 103. ხაზგასმულია ადგილები, მიწერილია: „ი. მეუნარგია“ გვ. 121. მოხაზულია სქოლიო მთლიანად და მიწერილია: „პლ. იოსელიანი“. გვ. 232. 1-ლი ნაწილის ბოლოს მიწერილი: „სარჩევი თავში აქვს“.