ენგური : პოემა /
ალიო მირცხულავა.
- ფედერაციას გამომცემლობა და სტ., 1937.
- 87 გვ. ; 15 სმ
ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი.
შმუცტიტულზე წარწერა: „ქართველი ხალხის საყვარელ პოეტს, ჩემს ძველ მეგობარს სოსო გრიშაშვილს პატივისცემით ალიოსაგან. 28. 1. 39 ტფილისი“. გვ. 9. ხაზგასმულია: „კალატოზური ბირდაბირებიც“, მიწერილია: „ბირდაბირი მხერხავს აქვს“. გვ. 25. ხაზგასმულია მე-6 სტრიქონი და მიწერილია: „ქალს გამოეყო ენა?“ გვ. 51. ხაზგასმულია: „ღია [სასმისი]“, მიწერილია: „ცარიელი?“. გვ. 67. მთლიანად მოხაზულია და მიწერილია: „ხალხურივით, კარგია“. წიგნში ჩადებულია გაზეთ „სოციალისტური შეტევის“ (სამტრედია). 1938 წ. 6 მარტის ნომერი, სადაც მოთავსებულია გ. გახოკიძის რეცენზია სათაურით: „ა. მაშაშვილის პოემა „ენგური“. ამონაჭერი გაზეთებიდან: 1. გ. ნარიძის რეცენზია აღნიშნულ პოემაზე მინაწერით: „მუშა“, 1938, № 7“. 2. ალ. ქუთათელის კრიტიკული წერილი პოემა „ენგურზე“ მინაწერით: „ლიტ. საქ.“, 1938, № 4“. 3. კლ. გოგიავას რეცენზია მინაწერით: „ახალგ. კომ.“, 1937, № 268, 23 ნოემბ.“ ეს ამონაჭერი დაკრულია თეთრ ქაღალდზე, რომელზედაც წერია: „ი. გრ. 1937. 24/XI“. 4. ნ. აგიაშვილის წერილი სათაურით: „ხაზი ყველგან ჩემია“. რომელშიაც გარჩეულია პოემა „ენგურის“ ენობრივი მხარე. არშიაზე: „1934. „სიტყვა და საქმე“ № 1“. 5. ინფორმაცია: „დისკუსია ა. მაშაშვილის პოემის „ენგურის“ გარშემო“ მინაწერით: „ლიტ. საქ.“, 1937, 20 დეკემბ.“ 6. „ენგური“ ეკრანზე. ცნობა. არშიაზე: „ლიტ. საქ.“, 1938, № 6“.