მოკლე პოპულარული სამუსიკო ენციკლოპედია /
ია კარგარეთელი.
- სახელგამის სასწ. პედაგ. სექტორი, 1933
- 197 გვ. : სურ. [1] ჩადებული ფ.; 24 სმ.
ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი. კანზე: „არაბული ჰანგები, გვ. 52–55“. კანის მე-4 გვერდზე: „ხოლერით გარდაიცვალა აგრეთვე კომპ. ჩაიკოვსკი, 1893 წ; მსახ. ი. ივანიძე და ნინო ჭ-ძე“. გვ. 31. სათაურთან: „მესტვირე“ მიწერილია: „და აშუღი“. გვ. 33. ლექსის გასწვრივ მიწერილია: „ეს გალექსა დ. მაჩხანელმა“. გვ. 36. ტექსტის ბოლოს წერია: „აშუღი?“ გვ. 49. ხაზგასმულია: „რაყიფი“, მიწერილია: „იხ. საბა“. გვ. 52. ხაზგასმულია: „ავაჯა,“ მიწერილია: „აჯა“. გვ. 156. მოხაზულია; „ამ ოპერის წერის დროს მან დაჰკარგა შვილი, ქალი, ცოლი“, მიწერილია: „ქალი? შვილი არ არის?“ მეორე ცალის კანზე: „1. ალ. რაზმაძე, 192. 2. ბოროდინი, 164. 3. შიოს ლექსი, 104“.