უსადენო ლოკალურ ქსელში კადრების მიმოცვლისას რეაგირების გაუმჯობესების ხერხი და სისტემა
= METHOD AND SYSTEM FOR IMPROVING RESPONSIVENESS IN EXCHANGING FRAMES IN A WIRELESS LOCAL AREA NETWORK : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2011 5323 B : (51) H 04 L 1/18 (IPC, 2006) /
სუდჰირ ა. გრანდჰი, ელდად ზეირა, არტი ჩანდრა, მოჰამედ სამოური.
- ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2011 11 10 # 21.
- გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 44 გვ. ; მუხლები: 5 დამოუკიდებელი; 72 დამოკიდებული; ფიგურა: 6.
- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.
წარმოდგენილია ხერხი და სისტემა უსადენო ლოკალურ ქსელში მართვისა და კონტროლის კადრების მიმოცვლისას რეაგირების გასაუმჯობესებლად. ინიციატორი უგზავნის მოპასუხეს კადრს (მოქმედების, მართვის, კონტროლის ან მონაცემთა კადრს). კადრის სწორად მიღებისას მოპასუხე უშუალოდ დადასტურების (ACK) პაკეტის გაგზავნის ნაცვლად ინიციატორს უგზავნის საპასუხო კადრს. უპირატესად, მოკლე კადრთშორის ინტერვალში (SIFS) საპასუხო კადრის გასაგზავნად მოპასუხე ახორციელებს წვდომას უსადენო გარემოში. ამ სქემის მიხედვით თავიდანაა აცილებული ხანრგძლივი დაყოვნება, დაკავშირებული საპასუხო კადრის გასაგზავნად უსადენო გარემოს მოპოვებასთან, და ამიტომ უკუკავშირის მექანიზმის რეაგირება და დროულობა მნიშვნელოვნად უმჯობესდება. საპასუხო კადრი შეიძლება შეთავსებულ იქნეს სხვა პაკეტთან ან გაერთიანებულ იქნეს მასთან.
5323 ge B 2011-11-10 published Sakpatenti
უსადენო კავშირი ლოკალური ქსელი წვდომის წერტილი მართვის კადრები დაკავშირება ზონდირება