ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელო : დაწყებითი სკოლის IV კლასისათვის /
შ. თაბუკაშვილი, ო. შარაბიძე.
- სახელგამი, სასწ.-პედაგოგ. სექტორი, 1939.
- 240 გვ. : პორტრ. ; 23სმ.
ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი. ფორზაცზე: „შეცდომით ახსნილი სიტყვები: ქეჩო, 193; ბუერა, 76, 92; ბედენა, 85“. გვ. 84. მოხაზულია სიტყვა „კამპი“ და მიწერილია: „რათ არ ახსენი“. სქოლიოში ხაზგასმულია: „ჭრიანტელი – ტყემლის წვენის შეჭამანდი“ და მიწერილია: „ილიამ ახსნა“. მოხაზულია: „ურვა“ და მიწერილია: „სევდა, ნაღველი, მწუხარება (საბა), „დააურვოს“ – სისხლი მისცეს. (საბა). გვ. 68. სიტყვა „აკიდოს“ განმარტებას აქვს კითხვის ნიშანი და მიწერილია: „აკიდო-ხილი ერთად შებმული. (საბა)“. გვ. 76. „ბუერი“-ს განმარტებას მიწერილი აქვს: „ბუერი-მონათოვი ნისლი. (საბა)“. გვ. 86. შესწორებულია სიტყვა: „ყაპყი“ – მიწერილია: „ჭყაპი?“ გვ. 89. ხაზგასმულია სიტყვის განმარტება: „ბედენა განასკუთრებული ტყვია“ და მიწერილია: „ბედენი-კათოლიკე ძარღვი, თურქნი ბედენს უხმობენ (საბა)“. გვ. 95. „კამპანია – მოლხინეთა ჯგუფი“, მიწერილია: „რუსულია“. გვ. 123. სიტყვასთან „ეხტიბარი-იმედი“ მიწერილია: „ნდობა“. გვ. 159. „ნაპრალი-გახეთქილი ადგილი“, მიწერილია: „კლდისა“. გვ. 174. ხაზგასმულია: „კისკისა – მხიარული“, მიწერილია: „სწრაფად მქცევი (საბა)“. გვ. 176. სიტყვას „ხვედა-ურო“-ს მიწერილი აქვს: „ხის ურო (საბა)“. გვ. 192. „წეკო-ცუდი ხარისხის თუთუნი“, მიწერილია: „მახორკა“. გვ. 193. „ქეჩო – აქ: ქოჩორი“, მიწერილია: „ქეჩო ამოზეული კისერი. (საბა)“.
2მ.5კ. ყდით
ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელოები საშუალო სკოლებისათვის