ალიბაბა და ორმოცი ყაჩაღი : [აღმოსავლური ზღაპარი] / თარგმანი ი. გრიშაშვილისა. - სატლიტგამი, 1940. - 16 გვ. ; 17სმ.

ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი.
კანის მე-4 გვერდზე: „სახ. ძვირფასო თედორე (ხომასურიძე) ეს ჩემი კარგი წიგნი შეინახე სახსოვრათ. შენი ძმა ერასტი ხვედელიანი“.
წიგნში კონვერტი, რომელზედაც წერია: „ეს ჩემს მიერ ნათარგმნი წიგნი ვიყიდე საბურთალოს ბაზარზე. (კვირა. 1949. 30 ოქტომბერი).
– რა მოგცე? – ვკითხე გამყიდველს.
– ხუთი მანეთი.
– მანეთი რომ აწერია?
– მერე რა? სად იშოვი? კარგი წიგნია. ეს წიგნი, ფრონტზე რომ ვიყავი, მეგობარმა ჯარისკაცმა (ხვედელიანმა) მისახსოვრა.
– შენ რა გვარი ხარ?
– ხომასურიძე.
– ინებე ხუთი მანეთი. – მივეცი და ჩემს არხივს შევწირე. ი. გრ“.


1მ.

საყმაწვილო და საბავშვო ლიტერატურა არაბული ლიტერატურა

82-93:821.411.21-34