სადენიანი რადიომაუწყებლობის დისტანციურად მართვადი სააბონენტო მიმღები მოწყობილობა = REMOTELY-OPERATED SUBSCRIBER`S RECEIVING UNIT FOR WIRED RADIO BROADCASTING : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2011 5223 B : (51) H 04 H 20/00 (IPC, 2006) / დავით ვასაძე, ირაკლი ვასაძე, დევი ვასაძე. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2011 05 25 #10. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 7 გვ. ; მუხლები: 1 დამოუკიდებელი; ფიგურა: 1.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

შემოთავაზებული მოწყობილობა შეიცავს სადენიანი რადიომაუწყებლობის ხაზთან 1 მიერთებულ მიმღებ ბლოკსა 2 და დისტანციურ ჩამრთველს 6. მიმღები ბლოკი შეიცავს ხმამაღლობის რეგულატორს 3, დამწევ ტრანსფორმატორს 4 და ხმამაღლამოლაპარაკეს 5. დისტანციური ჩამრთველი შეიცავს ძაბვის მაქსიმალური ამპლიტუდის გადამწოდს 7, სიმეტრიულ ტრიგერს 8, პირველ გასაღებს 9, ლოგიკურ ელემენტს „არა“ 10 და მეორე გასაღებს 11. მოწყობილობაზე ხაზიდან 1 მიწოდებული მაუწყებლობის ძაბვის დასაშვებ ამპლიტუდურ მნიშვნელობაზე მაღალი მმართველი მუდმივი ძაბვის ყოველი პირველი იმპულსი იწვევს დამწევი ტრანსფორმატორის პირველადი გრაგნილის ავტომატურ გადართვას ხმამაღლობის რეგულატორის გამოსასვლელიდან მის შესასვლელზე, ხოლო მმართველი მუდმივი ძაბვის ყოველი მეორე იმპულსი - იმავე გრაგნილის ავტომატურ გადმორთვას ხმის რეგულატორის შესასვლელიდან ისევ მის გამოსასვლელზე.

5223 ge B 2011-06-10 published Sakpatenti

ელექტროკავშირის ტექნიკა სადენიანი რადიომაუწყებლობა დისტანციური მართვა