რხევითი სისტემის პარამეტრების ავტომატური განსაზღვრის მოწყობილობა
= Device for Automatic Determination of the Parametrs of Oscillatory System : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 1999 2621 B : (51) G 01 R 27/28 (IPC, 2006) /
ზაალ აზმაიფარაშვილი, არჩილ ფრანგიშვილი.
- ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 1999 01 29 №1.
- გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 10 გვ. ; 1 დამოუკ. ; მ. ; 2 ფიგ.
– პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.
1. ტექნიკური შედეგი გაზომვის სიზუსტის გაზრდა, ფუნქციური შესაძლებლობების გაფართოება. 2. არსი სისტემა შეიცავს სიხშირის გამოყოფის, მთვლელი ტრიგერის, მაფორმირებლის, ამორჩევა-შენახვის ელემენტის, მართვადი გენერატორისა და სიხშირის საზომი ბლოკისაგან შემდგარ წრედთან შეერთებულ სინქროგენერატორს. მართვადი გენერატორი საკვლევი რხევითი სისტემის გავლით მიერთებულია ამპლიტუდურ დეტექტორთან, პიკურ დეტექტორთან და კომპარატორთან. სისტემის მართვას აწარმოებს მიკროპროცესორული ბლოკი (მპ), რომლის გამოსასვლელებთან მიერთებულია ციფრულ-ანალოგური გარდამქმნელის (ცაგ) შესასვლელები. ცაგ-ის გამოსასვლელი მიერთებულია ანალოგური სიგნალების კომუტატორთან, რომლის გამოსასვლელი მიერთებულია კომპარატორთან მპ-ს გამოსასვლელები დაკავშირებულია ანალოგური სიგნალების კომუტატორთან და ინდიკატორის ბლოკთან. 3. გამოყენების სფერო ელექტრორადიოსაზომი ტექნიკა.