ქართლის ბაღი : [ლექსები] /
გ. ლეონიძე.
- საბჭოთა მწერლის გამ-ბა და სტ., 1947.
- 152 გვ. ; 19სმ.
ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი. ყდაზე: „იხ. ბოლო“. ფორზაცზე: „ი. გრ. გამოვიდა 1947. 16. II. გვ. 3. ლექსში „ქართლის ბაღი“ მე-6 სტროფში ხაზგასმულია: „ფირუზქარით“, მიწერილია: „ფირუზქარი – ძვირფასი ქვაა. ი. გრ.“ გვ. 20–21. ლექსის „დედა-ენა“ არშიაზე: „7 მარცვალი, 8 მარცვ.“ გვ. 55. ლექსში „ჰეი არწივნო!“ პირველ სტროფში ხაზგასმულია სარითმე სიტყვები და მიწერილია: „იხ. ჩემი „შენ გაირყვნები“ („ექვსი ლექსი“)“. გვ. 59. ლექსის „არ დაიდარდო დედაო!“ სათაურთან: „ხალხურ ყაიდაზე“. გვ. 85. ლექსში „მეტივეები“ ხაზგასმულია: „მოსაღამურდა“, მიწერილია: „ჩემია „ასაღამურდა!“ გვ. 86–88. ლექსის „ძველი დაირა“ ბოლოს ხაზგასმულია სარითმე სიტყვები: „ოცნება“, „გაკოცნება“, მიწერილია: „ჩემია“. გვ. 97. მოხაზულია ლექსის დაწერის თარითი „1936“ და მიწერილია: „როგორც ლექსი კარგია, მაგრამ თანამედროვეა?“ გვ. 116–117. ლექსში „სოლომონ ლეონიძეს“ ხაზგასმულია: „მე. ლეონიძე“ და მიწერილია: „მე, ლევანიძე“. გვ. 118–119. ლექსში „საათნავა“ ხაზგასმულია ადგილები, შესწორებულია საიათნოვადან მოყვანილი ადგილები. ბოლო სტროფში ხაზგასმულია: „ქანდირბაზი“, მიწერილია: „ქანდირბაზი თოკზე მოთამაშე (იხ. საათნ.“) გვ. 128. „ხეებზე დაწერილი ლექსების“ მე-3 სტროფს მიწერილი აქვს: „ეს ჩემი ლექსის მიბაძვაა „მტკვარი და არეზი“. გვ. 129. ლექსს „სიმღერა თარზე“ მიწერილი აქვს: „თუმანიშვილის მიბაძვა“. გვ. 131–132. ლექსში „კახეთი“ ბოლოში ხაზგასმულია: „შაბაშ ოქროს დიელო“, არშიაზე: „ა. შ.“. წიგნის ბოლოს ფორზაცზე: „1. სიმღერა თარზე, (გვ. 129). 2. საათნავა, 113. 3. საზანდარი, 67. 4. გიშერთვალა ვირი, 71“. გაზეთებიდან ამოჭრილი: „1. გ. ლეონიძის ლექსის „სალამი უკრაინას“ ბ. სერებრიაკოვისეული რუსული თარგმანი, ამოჭრილი „Заря Востока“-დან მინაწერით: „1948 წ., № 18, 25 I“. 2. გ. ლეონიძის ლექსი „თბილისს“. ამოჭრილი გაზ. „კომუნისტის“ 1947 წ. 14 თებერვლის ნომრიდან. ლექსში ხაზგასმულია ზოგიერთი რითმა და არშიაზე მიწერილია: „ჩემი“. 3. ს. ოდიშელის რეცენზია ამ წიგნზე მინაწერით: „საბჭოთა აფხაზეთი“, 1947, № 40, 25 თებ.“