მკურნალობის ხერხი სინათლის დასხივებით = Method for Treatment by Luminous Irradiation : სასარგებლო მოდელის პატენტი = Patent for utility model : (11) GE U 1996 112 Y : (51) A 61 N 1/36 (IPC, 2006) / თეიმურაზ თავხელიძე. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 01.07.96. # 3. - სასარგებლო მოდელზე პატენტის სრული ტექსტი - 3 გვ. ;

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

სასარგებლო მოდელი განეკუთვნება მედიცინის დარგს, მისი გამოყენება შეიძლება პერიფერიული სისხლის მიმოქცევისა და ქსოვილთა ტროფიკის დარღვევების, გულის ქრონიკული იშემიური დაავადების (სტენოკარდია), რადიკულიტებისა და აგრეთვე რეფლექსოთერაპიული მკურნალობისათვის.
სასარგებლო მოდელის ტექნიკური შედეგია კანის საფარველის ტრავმის აცილება, ინფექციის შეტანის გამორიცხვა და გამოყენების სფეროს გაფართოვება (მაგ. გამოიყენება ოჯახურ პირობებში).
სინათლის დასხივებით მკურნალობის ხერხის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ზემოქმედებას აწარმოებენ 0,6-0,7 მკმ დიაპაზონის და 0,12 მვტ სიმძლავრის მქონე გამოსხივების ხილული სპექტრის წითელი ფერის შუქდიოდის კანზე უშუალო დადებით, ყოველდღიურად 1 წუთიდან 5 საათამდე 5-10 დღის განმავლობაში.
სინათლის გამოსხივებით მკურნალობის ხერხის გამოყენება აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ მაჩვენებლებს, აცილებს მტკივნეულ შეგრძნებებს, არ იწვევს გვერდით მოვლენებს და არსებით ეფექტურ ზემოქმედებას ახდენს ორგანიზმზე; ამას გარდა, სინათლის გამოსხივების გამოყენება ამცირებს ანტისტენოკარდიული და გასაყუჩებელი საშუალებების მიღებას, აუმჯობესებს ორგანიზმის საერთო მდგომარეობას, ამაღლებს მის ტონუსს და მუხტავს სასიცოცხლო ენერგიით.


112 ge Y 1996-07-01 published Sakpatenti

მედიცინა სისხლის მიმოქცევა ქსოვილთა ტროფიკი სტენოკარდია რადიკულიტი მკურნალობა