ტურგენევი, ივან, მწერალი, 1818-1883

რუდინი : რომანი / ივან ტურგენევი ; რედ. ალექსანდრე ჭეიშვილი ; მთარგმნ. სოლომონ თავაძე ; წინასიტყვ. ავტ.: სერგი დანელია. - სახელგამის მხატვრული ლიტერატურის სექტორი, 1946. - 164 გვ. ; 22 სმ. - რუსული ლიტერატურის კლასიკოსები .

გაშლილ თავფურცელზე სათაური: Тургенев. Рудин. Роман

ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი.
ფორზაცზე: „ი. გრ. 1946. 29/XI“. იქვე: „გვ. 160“.
გვ. 6. აბზაცს: „გაცემულ იქნას სასტიკი განკარგულება“... მიწერილი აქვს: „გააძევეს?“
გვ. 10. მოხაზულია უკანასკნელი აბზაცი და მიწერილია: „გვ. 49“.
გვ. 17. მოხაზულია: „მიაშურა მას“ და მიწერილია: „გაეშურა მისკენ“.
გვ. 19. ხაზგასმულია: „მის რგვალ ოდნავ ჩაკუჭულ ლოყებზე“, მიწერილია: „Ямочки“. ამავე გვერდზე სქოლიოში მიწერილია: „ვისი შენიშვნაა?“.
გვ. 30. მოხაზულია: „სქელები“, მიწერილია: „მსუქნები?“.
გვ. 47. მოხაზულია: „ოწინარია“, მიწერილია: „აზარმაცია“. ხაზგასმულია: „შლემი ერეალაშის თამაშში“, მიწერილია: „იარალაში“.
გვ. 49. ხაზგასმულია ბოლო აბზაცი და მიწერილია: „გვ. 10“.
წიგნის ბოლოს, ფორზაცზე მიწერილია: „გაკიცხვის და ლანძღვის უფლება აქვს მხოლოდ იმას, ვისაც უყვარს“, გვ. 54“.
გაზეთებიდან ამოჭრილი რეცენზიები: 1. ეპ. ვარძელაშვილის „მცირე შენიშვნები ი. ტურგენევის „რუდინი“-ს გამოცემის გამო“, არშიაზე მიწერილია: „ახ. კომუნისტი“, 1947 წ., № 50, 26 აპრილი“. 2. ს. დანელიას „რუდინის“ გამოცემის გამო, ამოჭრილი გაზეთიდან მინაწერით: „ლიტ. და ხელ“, 1947, № 14“.


7მ.70კ.

რუსული ლიტერატურა

821.161.1 - 31