სიტყვის-კონა იმერულ და რაჭულ თქმათა /
ვ. ბერიძე.
- С.-Петербургъ, 1912 (тип. Имп. Академiи наукъ).
- VII, 76გვ. ; 23სმ.
- Матерiалы по яфетическому языкознанiю ; VI .
ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი. თავფურცელზე წარწერა: „ქართული სიტყვის იშვიათ ოსტატს სოსოს ვუკ. ბერიძე. 1918/26 I“. იქვე: „ამ წიგნზე რეცენზია იხ. „სახალხო გაზეთში“, 1912 წ. № 636. წერილი ეკუთვნის მოსე ჯანაშვილს. ი. გრ.“ გვ. 5. ხაზგასმულია: „ბობრი ქერა, блондинка“. და მიწერილია: „შეად. თ. სახოკ.“ გვ. 12. ხაზგასმულია: „დოშლოყი“, მიწერილია: „დოშლუღი?“ გვ. 15. ხაზგასმულია: „ზიბზიბა“ მიწერილია: ძიძიბო“. გვ. 16. მოხაზულია: „выкройка“, მიწერილია: „ილია ჭ-ძეს „რიკრიკა“. იხ. „ძვ. ტფ. ლიტ. ბოჰემა“. სიტყვა: „პაჟარნი“. მოხაზულია: „თილიყამყამი – სატევარი (ოსმ.) თილიყამყამი ქებული ნიჟარაძის ვარ ხლებული (წარწერა ძველ სატევარზე), მიწერილია: „ყარამნიანშიცაა!“. გვ. 28. ხაზგასმულია: „მალიათი“, მიწერილია: „მეცა მაქვს: მალიათი – ღირებულება.“ გვ. 43. ხაზგასმულია: „უყუფი (რჭ) უყუფიანი კაცი, ყველაფერში ხელმარჯვე“, განმარტებულია: აქ ვამბობთ ბეუყუფი, ე. ი. ხელმარჯვისა წინააღმდეგ, არახელმარჯვე“. ხაზგასმულია: „უჯიათი“, მიწერილია: „იხ. ჩემი უჯიათი. (აჯამი – ნჲ)“. გვ. 60. ხაზგასმულია: „ცუცურაკი-გა-ცუცურაკება, მოტყუება“, მიწერილია: „არ არის სწორი. წუწურაკი! იხ. „ნამუსი“. გვ. 66. მოხაზულია: „ჭიჭავება – ფულის ზომიერად ხარჯვა, თავშენახულობა“, ...განმარტებულია: „მომჭირნეობა“. გვ. 73. ხაზგასმულია: „ჯილა, წილი“, მიწერილია: „ჯილა, ტყვია ჩასხმული კოჭი“. წიგნში „სახალხო გაზეთის“, 1912 წ. № 636“ მინაწერებით: „ილია ჭყონიას ნაქონი გაზეთი. ვ. ბერიძის ლექსიკონი. იხ. ვ. შალიკაშვილი. გაზეთში მოთავსებულია ვალ. შალიკაშვილის წერილი „სასიამოვნო დადგენილება“. გაზეთის მე-3 გვერდზეა მ. ჯანაშვილის რეცენზია ამ წიგნზე.