ნარკვევები მეცხრამეტე საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიიდან /
ალექსანდრე ჩავლეიშვილი.
- აჭარის ასსრ სახელგამი, 1949
- 136 გვ. 21სმ
ბიბლიოგრაფია: ლიტ-რა, შენიშვნებში შმუცტიტულზე: „გულითადი პატივისცემით პოეტ-აკადემიკოს ი. გრიშაშვილს ავტორისაგან. 15. V-49 წ. ქ. ბათუმი“. ყდის მეორე გვერდზე წერილი: „პატივცემულო ალექსანდრე! მივიღე თქვენი წიგნი. მადლობელი ვარ ყურადღებისათვის. ის უკვე შევიტანე ჩემი წიგნების ნუსხაში, ერთი კორექტურული შეცდომა შევამჩნიე. გვ. 42. მითითებულია „აკაკის თხზულებანი ტ. IV, პ. ინგოროყვას რედაქტორობით“ ხოლო გვ. 62-ზე მითითებულია „აკაკის თხზულებანი ტ. III“. ისე გამოდის, რომ თითქოს III ტომს რედაქტორი არ ჰყავდეს: უნდა მეთქვა, რომ მესამე ტომს რედაქტორი ჰყავს. ეს რედაქტორი მე ვარ... და არც თუ ისე იოლი ჯაფა გამიწევია ამ მასალების აღმოჩენაზე, ტექსტის დადგენაზე, არხივში ნაპოვნ სხვადასხვა თარიღებზე და ერთი (მაგ. „თორნიკე ერისთავის“ სრული რედაქცია აღდგენილია ცენზურის მიერ დაკავებულ სტრიქონების მიხედვით) მე მგონი ამ III ტომის რედაქტორი ღირსი იყო, რომ არ გამოგპაროდათ. ახალგაზრდობამ უნდა აიღოს ივანე ჯავახიშვილის მაგალითი, ის მეკარესაც არ გამოსტოვებდა ხოლმე, თუ ის რომელიმე სიტყვის ფუძეს მიაგნებინებდა. ეს საყვედური მარტო შენად არ მიიჩნიო ამ საკითხზე საზოგადოთ.