უსადენო კომუნიკაციის ხერხი და მოწყობილობა კავშირის დამავალი და აღმავალი ხაზების კოდირებული შედგენილი სატრანსპორტო არხების გადაცემის სიმძლავრის სამართავად წყვეტილი გადაცემის მდგომარეობის მნიშვნელობების საფუძველზე
= WIRELESS COMMUNICATION METHOD AND APPARATUS FOR CONTROLLING THE POWER OF SIGNALS TRANSMITTED BY DOWNLINK AND UPLINK CHANNELS : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2009 4619 B : (51) H 04 B 7/005 (IPC, 2006) /
პოლ მარინიერი.
- ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2009 02 25 # 4.
- გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 24 გვ. ; მუხლები: 6 დამოუკიდებელი; 15 დამოკიდებული; ფიგურა: 10.
- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.
წარმოდგენილია უსადენო კომუნიკაციის ხერხი და მოწყობილობა კავშირის დამავალი ხაზის (DL) და/ან კავშირის აღმავალი ხაზის (UL) კოდირებული შედგენილი სატრანსპორტო არხების (CCTrCH) მიერ გადაცემული სიგნალების სიმძლავრის სამართავად. საბაზო სადგური გადასცემს სიგნალებს უსადენო გადამცემ/მიმღებ მოწყობილობას (WTRU), სულ ცოტა, ერთი DL CCTrCH-ის მეშვეობით, და/ან WTRU გადასცემს სიგნალებს საბაზო სადგურს), სულ ცოტა, ერთი UL CCTrCH-ის მეშვეობით. საბაზო სადგური საზღვრავს, გამოყენებულია თუ არა UL CCTrCH-ის წყვეტილი გადაცემა (DTX), რომელიც მართავს DL CCTrCH-ის სიმძლავრეს, და/ან WTRU საზღვრავს, გამოყენებულია თუ არა DL CCTrCH-ის DTX, რომელიც მართავს UL CCTrCH-ის სიმძლავრეს. CCTrCH-ის სიმძლავრე იზრდება ან მცირდება საფეხურის პირველი სიდიდით, როდესაც გამოიყენება DTX, და საფეხურის მეორე სიდიდით, როდესაც DTX არ გამოიყენება.
4619 ge B 2009-02-25 published Sakpatenti
საკომუნიკაციო სისტემა უსადენო მიმღები უსადენო გადამცემი კავშირის აღმავალი ხაზი კავშირის დამავალი ხაზი კოდირებული სატრანსპორტო არხი