ტელეფონ-რეპროდუქტორი = LOUDSPEAKER TELEPHONE : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2008 4508 B : (51) H 04 H 1/02 (IPC, 2006) / დევი ვასაძე, დავით ვასაძე, ირაკლი ვასაძე. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2008 10 10 # 19. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 6 გვ. ; მუხლები: 1 დამოუკიდებელი; ფიგურა: 1.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

ტელეფონ-რეპროდუქტორი შეიცავს სატელეფონო ბლოკს 1, რადიორეპროდუქტორს 2,
რადიორეპროდუქტორის მართვის ბლოკს 3, ღილაკიან ჩამრთველს 4, დისტანციური მართვის საერთო კოდურ შიფრატორს 5, შემსრულებელ მექანიზმს 6 და ავტონომიური ელექტროკვების კვანძს 7.
შემსრულებელ მექანიზმს აქვს დაცვის ავტონომიური სიგნალიზაციის ხაზთან 8 და სატელეფონო ხაზთან 9 მისაერთებელი შესასვლელები. შემსრულებელი მექანიზმის გამოსასვლელთან მიერთებულია ღილაკიანი ჩამრთველი, კოდური შიფრატორი და რადიორეპროდუქტორის მართვის ბლოკის შესასვლელი. ამ ბლოკის ერთ გამოსასვლელთან მიერთებულია სატელეფონო ბლოკი, ხოლო მეორე გამოსასვლელთან - რადიორეპროდუქტორი. აბონენტისათვის უზრუნველყოფილია როგორც სატელეფონო კავშირის დამყარების, ისე სახაზო რადიომაუწყებლობის პროგრამების მიღების შესაძლებლობა. მოწყობილობის ყველა ნაწილი განთავსებულია საერთო კორპუსში.

4508 ge B 2008-10-10 published Sakpatenti

ელექტროკავშირის ტექნიკა საკაბელო სატელეფონო კავშირი სატელეფონო ბლოკი ტელეფონ-რეპროდუქტორი