სტალინი ბავშვობა და ყრმობა : წ. 1 /
გიორგი ლეონიძე ; მხატვარი სევერიან კეცხოველი.
- საბლიტგამი, 1949
- 182 გვ. : ილ.
ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი. გვ. 8. მე-4 სტროფის არშიაზე: „გ. ტ.“. იმავე გვერდის ბოლო სტროფის არშიაზე: „ხმალი სტიროდა“. გვ. 17. ხაზგასმულია სარითმე სიტყვები: „ფარულად, გრიგალ-ქარულად“ და მიწერილია: „ჩემი რითმაა (იხ. „შენ გაირყვნები“)“. გვ. 18. მეოთხე სტროფის არშიაზე: „რა?“ გვ. 23. ხაზგასმულია „თევზი“. მიწერილია „ხრამული“. გვ. 24. მეორე სტროფი მოხაზულია არშიაზე: „ჩემი რითმები“. გვ. 33. ხაზგასმულია: „გორი – ქართლის მეთაური“, არშიაზე: „აკაკი“. გვ. 46. ხაზგასმულია სარითმე სიტყვები: „გამოვა, გამოვა“ და მიწერილია: „ქართული რითმა არ არის, რუსულად კარგი გამოვა“. გვ. 47. ხაზგასმულია: „მით ძვალი მაგარი არი?“ არშიაზე: „ცეზურა?“, შემდეგი სტროფის არშიაზე: „ჩემი ლექსიდან“. გვ. 48. ბოლო სტრიქონი ხაზგასმულია და მიწერილი: „ქარი?“. გვ. 51. ხაზგასმულია: „ცხვრისთავის ტოლა“, მიწერილია: „ა. ცაგარელი“. გვ. 101. ხაზგასმულია: „ჩოხის ნაგლეჯი მიაგდო ვაჟკაცის ბანზე ნიავმა“, მიწერილია: „აბა ნიავმა როგორ უნდა მიაგდოს, „ნიავი“ ხომ ქარიშხალი არ არის – დღევანდელი გაგებით“ იქვე ბოლო სტროფს მიწერილი აქვს: „ნაძვის ხე ისე ვერ ჩამოიხლიჩება. რომ გმინვა ისმოდეს“. გვ. 114. ხაზგასმულია: „პატარაა, რას ჰბედავს?“ – მიწერილია: „იხ. ა. ახნაზ. „უეჭველია“. გვ. 115. ხაზგასმულია მე-4 სტროფში „კენარი“, მიწერილია: „კენარი მაღალს ნიშნავს. იხ. გვ. 12“. გვ. 133. პირველ სტრიქონში მოხაზულია: „სოსელო“, არშიაზე: „ეს სიტყვა პირველად მე ვიხმარე ლექსში (ი. გრ.)“, შემდეგ სტროფში ხაზგასმულია: „ბულბული ბოლოგაშლილი“, მიწერილია: „ბულბული განა ფარშავანგია?“. გვ. 148. ხაზგასმულია: „ენას მგლეჯს...“, მიწერილია: „აკაკი“.