პედაგოგთა ბიომეტრიული იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის სისტემა = BIOMETRIC IDENTIFICATION AND REGISTRATION SYSTEM OF PEDAGOGUES : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2012 5620 B : (51) G 06 K 9/00 (IPC, 2006) / ლევან იმნაიშვილი, არჩილ ფრანგიშვილი, მაგული ბედინეიშვილი. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2012 08 27 # 16. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 12 გვ. ; მუხლები: 1 დამოუკიდებელი; 6 დამოკიდებული. ფიგურა: 1.

– პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

სისტემა შეიცავს ერთ ან რამდენიმე კონსოლურ კომპიუტერს 1, რომლებიც აღჭურვილია მონიტორებით 2, კონსოლურ კომპიუტერთან მიერთებულ ბიომეტრიული იდენტიფიკაციის სკანერს 3, სერვერს 4, დაკავშირებულს LAN ქსელით კონსოლურ კომპიუტერთან. კონსოლური კომპიუტერი შესრულებულია პედაგოგის სკანირებული თითის ანაბეჭდის მონიტორზე გამოტანის შესაძლებლობებით, ხოლო სერვერი 4 შესრულებულია პედაგოგთა თითის ეტალონური ანაბეჭდების მონაცემთა ბაზაში შენახვის, სკანირებული და ეტალონური თითის ანაბეჭდების შედარების შედეგად პედაგოგის იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის შედეგების კონსოლური კომპიუტერის მონიტორზე ასახვის შესაძლებლობებით. სისტემა დამატებით შეიცავს ერთ ბიომეტრიული იდენტიფიკაციის სკანერს 7, რომელიც მიერთებულია პერსონალურ კომპიუტერთან 5, რომელიც LAN ქსელით დაკავშირებულია სერვერთან, კონსოლური კომპიუტერის მონიტორი დამატებით აღჭურვილია ინფორმაციის შეტანის სენსორული პანელით 6.

5620 ge B 2012-08-27 published Sakpatenti

ბიომეტრია იდენტიფიკაცია პედაგოგი