მრავალპროგრამიანი ინდივიდუალური სახაზო რადიომაუწყებლობის სისტემა = System of Multiprogram Individual Linear Broadcasting : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2006 3737 B : (51) H 04 H 1/08 (IPC, 2006) / დევი ვასაძე, დავით ვასაძე, ირაკლი ვასაძე. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2006 01 10 # 1. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 10 გვ. ; მუხლები: 1 დამოუკიდებელი; ფიგურა: 1.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

1. ტექნიკური შედეგი.
ფუნქციური შესაძლებლობების გაფართოება, საექსპლუატაციო მაჩვენებლების ამაღლება.
2. არსი.
სისტემა შეიცავს რადიოკვანძში განლაგებულ აბონენტის რადიომაუწყებლოლობის ინდივიდუალურ მართვის ბლოკებს 1, რომლებიც სატელეფონო კავშირის საკაბელო ხაზით 20 დაკავშირებულია სააბონენტო რადიორეპროდუქტორის მართვის ბლოკებთან 22. თითოეული ბლოკი 1 შეიცავს ბგერითი სიხშირის გამაძლიერებელს 16 და პროგრამების გადამრთველს 15, რომლის მართვაც ხორციელდება აბონენტის მიერ დისტანციურად ტელეფონის აპარატის 21 მეშვეობით. რადიომაუწყებლობის პროგრამების მიღება ხორციელდება ჩვეულებრივი ერთპროგრამიანი რადიორეპროდუქტორით 29. მისაღები პროგრამების რაოდენობა შეზღუდულია მხოლოდ რადიოკვანძის სამაუწყებლო პროგრამების წყაროში არსებული პროგრამებისა და, შესაბამისად, პროგრამების დისტანციური გადამრთველის გადართვის პოზიციების რაოდენობით.
3. გამოყენების სფერო.
სადენიანი კავშირგაბმულობა, სახაზო რადიომაუწყებლობის სისტემები.

3737 ge B 2006-01-10 published Sakpatenti

ელექტროკავშირის ტექნიკა სადენიანი კავშირგაბმულობის ტექნიკა სახაზო რადიომაუწყებლობის სისტემა ინდივიდუალური მართვის ბლოკი