ციფრული (ათობითი) კლავიატურის საშუალებით ალფაბეტური სიმბოლოების შეტანის ხერხი
= Method for Input of Alphabetic Symbols by Means of Digital (Decimal) Keyboard : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 1998 986 B : (51) G 06 F 3/02 (IPC, 2006) /
ნიკოლოზ პეპანაშვილი, ლევან იმნაიშვილი, ვლადიმერ ფირცხალავა.
- ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 1997 05 17 # 7.
- გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 5 გვ. ; 2 ფიგ.
- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.
გამოგონება განეკუთვნება კომპიუტერულ ტექნიკას და შეიძლება გამოყენებული იქნეს ალფაბეტურ-ციფრული ინფორმაციის შეტანისათვის. გამოგონების ტექნიკური შედეგია ინფორმაციის შეტანის გამარტივება. ხერხი ითვალისწინებს ციფრულ კლავიშებზე ფერადი ალფაბეტურ-ციფრულ სიმბოლოების მინიჭებას და კლავიშების დაჯგუფებას შესაბამის ფერებად. სიმბოლო შეიტანება ორთანრიგა კოდის გამოყენებით, რომლის პირველი თანრიგი არის სიმბოლოს შესაბამისი კლავიშის ციფრი, ხოლო მეორე თანრიგი შესაბამისი ფერის რომელიმე კლავიშის ციფრი.
986 ge B 1997-05-15 published Sakpatenti
კომპიუტერული ტექნიკა ციფრული კლავიატურა ალფავიტურ-ციფრული ინფორმაცია