ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის აღრიცხვის მოწყობილობა
= DEVICE FOR VEHICLE TRAFFIC ACCOUNT : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2010 5056 B : (51) G 07 C 5/02 (IPC, 2006) /
ვალერიან ხარიტონაშვილი, ვლადიმერ ცერცვაძე.
- ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2010 07 26 #14.
- გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 5 გვ. ; მუხლები: 1 დამოუკიდებელი ; ფიგურა 1.
პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.
მოწყობილობა შეიცავს კორპუსს16, სპიდომეტრს 1, მასში ჩამონტაჟებულ ელექტროკონტაქტებს 3, რომლებიც ელექტრულად დაკავშირებულია დროის აღმრიცხველთან 4, ოდომეტრს 2. იგი დამატებით შეიცავს მეორეულ 8 და ამძრავ ლილვს 12, რომელიც კორპუსში ჩასმულია საყრდენი საბჯენების 13 და 14 მეშვეობით. ამძრავ ლილვზე ხრახნული შეერთებით დამაგრებულია ცოცია 9, შესრულებული კონუსური კბილანების 10 და 11 მქონე თვლების ბლოკის სახით, რომლის კბილანები მონაცვლეობითაა მოდებული მოწყობილობის მეორეულ ლილვთან 8, რომელიც დრეკადი ლილვის 6 მეშვეობით, თავის მხრივ, დაკავშირებულია ოდომეტრთან, ხოლო ამძრავი ლილვი კინემატიკურად დაკავშირებულია გადაცემათა კოლოფის მეორეულ ლილვთან 15.