წყლის ავტომატური გამაცხელებელი "გვალია-46"
= The Automatic Waterheater "Gvalia-46" : სასარგებლო მოდელის პატენტი = Patent for utility model : (11) GE U 1994 45 Y : (51) F 24 H 1/20 (IPC, 2006) /
გივი გვალია.
- ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 1994 12 26 # 2.
- სასარგებლო მოდელზე პატენტის სრული ტექსტი - 4 გვ. ; ფიგურა: 1.
– პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.
სასარგებლო მოდელი განეკუთვნება თბოენერგეტიკას და შეიძლება გამოყენებულ იქნეს წყლის გამაცხელებელი მოწყობილობის სახით. სასარგებლო მოდელის ტექნიკური შედეგია კონსტრუქციის გამარტივება, ლითონტევადო-ბისა და გაბარიტების შემცირება და გადახურებისაგან დაზღვევის შესაძლებლობა. წყლის ავტომატური გამაცხელებელი შეიცავს ცილინდრულ კორპუსს 1 შემავალი 2 და გამომავალი 3 მილყელებით, ქვედა 5 და ზედა 6 სახშობებს, სახურებელ ელემენტს 15. კორპუსში 1 მოთავსებულია დგუში 9 აღჭურ-ვილი თანაღერძულად დაყენებული სარქველით 12, რომელსაც გააჩნია დაზამბარებული კონტაქტი 14. ქვედა და ზედა სახშობები 5, 6 შესაბამისად აღჭურვილია კონტაქტებით 7 და 8. სახურებელი ელემენტის 15 ერთი ბოლო მიერთებულია ქვედა სახშობის 5 კონტაქტზე 7, ხოლო მეორე _ სარქველის 12 დაზამბა-რებულ კონტაქტზე 14. ამასთან, დგუშსა 9 და ზედა სახშობს 6 შორის მოთავსებულია ზამბარა 16.