სეგნეტოელექტრული თბური ტუმბო
= FERROELECTRIC HEAT PUMP : სასარგებლო მოდელის პატენტი = Patent for utility model : (11) GE U 2014 1835 Y : (51) F 25 B 30/00 (IPC, 2006) /
ანზორ ბერძენიშვილი, მიხეილ ზვიადაძე .
- ქ. მცხეთა საქპატენტი პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2014 09 25 # 18.
- სასარგებლო მოდელზე პატენტის სრული ტექსტი - 11 გვ. ; მუხლები: 1 დამოუკიდებელი. ფიგურები: 2.
– პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.
შემოთავაზებული სეგნეტოელექტრული თბური ტუმბო შეიცავს თბოგადაცემის კამერაში 1 დაყენებულ ტრანსფორმატორული ზეთის შემცველ თბოგადამცემს 7, რომელშიც მოთავსებულია სეგნეტოელექტრული კონდენსატორი 8, კალორიმეტრს 10 გასაცხელებელი სითხის შემშვები და გაცხელებული სითხის გამომშვები მილით 12, სითხის ელექტროსაცხელებელს 13, მოთავსებულს კალორიმეტრში, ელექტროაკუმულატორს 9, ელექტრული იმპულსების გენერატორს 15 და საკომუტაციო ბლოკს 14. კამერაში დაბალპოტენციური თბოგადამტანისა, მაგალითად, გეოთერმული წყლის, და საცივებელი სითხის, მაგალითად, ცივი წყლის, მონაცვლეობით შეშვების გზით ხორციელდება კონდენსატორის ციკლური გაცივება და გაცხელება.