ჰელიოდანადგარი ცხელი წყლით მომარაგებისთვის
= SOLAR STATION SUPPLYING WITH HOT WATER : სასარგებლო მოდელის პატენტი = Patent for utility model : (11) GE U 2013 1759 Y : (51) F 24 J 2/44 (IPC, 2006) /
ნუგზარ მელაძე.
- ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2013 03 11# 15.
- სასარგებლო მოდელზე პატენტის სრული ტექსტი - 7 გვ. ; მუხლები: 1 დამოუკიდებელი. ფიგურები: 2.
- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.
ჰელიოდანადგარი შეიცავს მზის კოლექტორს 1, წყლის ავზს 9 თბოიზოლაციით 8, მათთან დაკავშირებულ მილსადენებს 6 და 10 ცივი და ცხელი წყლისთვის, საცირკულაციო ტუმბოს 5, თერმორეგულატორს, რომელიც შესრულებულია სიგნალის გამაძლიერებელი რელესა 12 და მზის ენერგიის მიმღები გადამწოდის 13 სახით. ამასთან, მზის ენერგიის მიმღები გადამწოდი ელექტრულად დაკავშირებულია სიგნალის გამაძლიერებელ რელესთან, რომელიც დაკავშირებულია საცირკულაციო ტუმბოსთან, ხოლო მზის კოლექტორი წარმოადგენს შენობის 2 ლითონის სახურავს 3 მთლიანად ან ნაწილობრივ, რომელიც დაფარულია შუშის ფილებით 4. თბოიზოლაციის მქონე წყლის ავზი, ერთის მხრივ, საცირკულაციო ტუმბოსა და ცივი წყლის მილსადენის საშუალებით, ხოლო, მეორეს მხრივ, ცხელი წყლის მილსადენის საშუალებით დაკავშირებულია მზის კოლექტორთან, სადაც ცხელი წყალი კოლექტორიდან მიედინება თვითდინებით, ამასთან, წყლის ავზი განლაგებულია მზის კოლექტორის დონის ქვემოთ.