შიგა წვის ძრავა
= INTERNAL COMBUSTION ENGINE : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 1996 621(2011860) B : (51) F 02 B 23/00 (IPC, 2006) /
დან მერიტი.
- ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45):1997-01-29 #1.
- გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 21 გვ. ; 24 ფიგ.
– პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.
გამოგონების არსი: ძრავა შეიცავს ცილინდრების სულ მცირე ერთ წყვილს, რომლებიც ისეა შესრულებული, რომ ერთი მათგანის 12 მოცულობა და დიამეტრი ჭარბობს მეორე ცილინდრის 14 მოცულობასა და დიამეტრს, და ცილინდრებში, უკუქცევით _ წინსვლითი მოძრაობის შესაძლებლობით გან¬ლა¬გებულ შესაბამისად სხვადასხვა დიამეტრის მქონე ორ დგუშს 16, 18. ძრა¬ვას გააჩნია ჰაერის მიწოდების საშუალება პირველ ცილინდრში მასში მო¬თავ¬სებული დგუშის შეშვების სვლის დროს, საშუალება საწვავის მისაწო¬დებლად მეორე ცილინდრში, და წვის საერთო კამერა 20, რომლის კედლებზე ფორმირებულია უწყვეტად მოქმედი ანთების საშუალება 22 და საშუალება საწვავ _ ჰაერის ნარევის შერევისა. ეს უკანასკნელი შესრულებულია პირვე¬ლი ცილინდრიდან გამომავალი და ჰაერის მისაწოდებლად განკუთვნილი და წვის კამერის კედლისადმი ტანგენციურად შესრულებული პირველი ნახ¬ვრე¬ტისა 44 და გაზოვანი ნაკადის სახით საწვავ _ ჰაერის ნარევის მისაწოდებ¬ლად განკუთვნილი მეორე ცილინდრიდან გამომავალი მეორე ნახვრეტის 40 სახით.