ქალის კალენდარი /
შემდგ.: ქსენია ანთიძე და ნინო ხოფერია.
- [აჭარის] სახელგამი, 1960
- 738 გვ. : ილ. ; 22 სმ.
ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი. ფორზაცზე: „ი. გრ. 1960 წ. 2 მაისი“ და კ. კვეიძის რეცენზია „პირველი ქართული „ქალის კალენდარი“, ამოჭრილი გაზეთიდან, მინაწერით: „სტალინელი“, (ქუთაისი), 1960 წ. 5 ივლისი“. გვ. 55. ხაზგასმულია: „ქეთევან ლომთათიძე“, გასწვრივ კითხვის ნიშანი. გვ. 205. სათაურთან: „კლარა ხოჭოლავა“, მიწერილია: „ექიმი“. გვ. 207. ბარბარე ჯორჯაძის შესახებ წერილთან წერია: „ბარბარეს ვაჟი მიხეილი წერდა ლექსებს, პოემებს, დრამატიულ ნაწარმოებს“. გვ. 255. ხაზგასმულია: „თამარ თვალიაშვილის პორტრეტი“, მიწერილია: „თუ ალისაა? – ქიქოძე?“ გვ. 337. ხაზგასმულია: „ქართული ეკრანის ეშხი და სილამაზე“, მიწერილია: „ნატა ვაჩნაძე“. გვ. 399. სათაურთან: „მარიამ არჯევანიშვილი“, მიწერილია: „გარდაიცვალა“. გვ. 513. სათაურს „ლიდა მგალობლიშვილი“ მიწერილი აქვს: „იმერელი ქალი“ და ნარკვევის გასწვრივ წერია: „ნინო ჩიხლაძეს წერილი“. გვ. 539. ხაზგასმულია სათაური: „თამარ ვახვახიშვილი“ და მიწერილია: „კომპოზიტორი“. გვ. 592. ხაზგასმულია სათაური: „ნოტიო ლოლუა“, მიწერილია: „ძუკუს დაი“. გვ. 700. ხაზგასმულია სათაური: „ეკატერინე მესხი“ და მიწერილია: „კეკე“. ხაზგასმულია: „ცისკარის“ რედაქტორს“ და მიწერილია: „დროების“. გვ. 709. ხაზგასმულია სათაური: „დარია ბერეჟიანი“ და მიწერილია: „დოქუშა ბერეჟიანი“. გვ. 704. „ევგენია გელოვანს“ მიწერილი აქვს: „მინსკაია“. გვ. 705. ხაზგასმულია სათაური: „ასე დაიბადა პოეტი“, მიწერილია: „ანა კალანდაძე“. გვ. 707. პორტრეტზე წერია: „ხახუტაშვილი (აჭარელი)“. გვ. 730. ლექსში „ქართველ ქალს“ ხაზგასმულია პირველი სტრიქონი: „დედაო, დაო, სატრფოვ ძვირფასო...“ და მიწერილია: „ჩემი ლექსის სტრიქონია „ელ. ჩერქეზიშვილს“, ი. გრ.“. წიგნის ბოლო ფორზაცზე: „აკლია: ელისაბედ ორბელიანი, ელენე ჩოხელი, სოფიო ამირეჯიბი“.