წნეხი, უპირატესად მცენარეული ნედლეულიდან წვენის გამოსაწურად = Press Predominantly Used for Squeezing Juice out of Plant Raw : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 1995 164 B : (51) B 30 B 9/20 (IPC, 2006) / შოთა მეფარიშვილი. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 1995 12 25 # 9. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 7 გვ. ; ფიგურა: 2.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

გამოგონება განეკუთვნება მანქანათმშენებლობას და შეიძლება გამოყენებულ იქნას კვების მრეწველობაში, კერძოდ მცენარეული ნედლეულისაგან წვენის გამოსაწურად.
გამოგონების ტექნიკური შედეგია წნეხის მუშაობის საიმედოობის ზრდა და მისი საექსპლუატაციო მახასიათებლების გაუმჯობესება.
წნეხი შეიცავს კორპუსში 1 დამონტაჟებულ ამძრავ ლილვს 2, მასზე ბრუნვის შესაძლებლობით დამაგრებული თანღერძა ბრტყელი პერფორირებული დისკოებითა 3 და მათ შორის განლაგებული დამწნეხი ორგანოთი, რომელიც წარმოადგენს მილისებს 4 და ნალისებურ ელემენტებს 5, ამასთან თითოეული ნალისებრი ელემენტის ამონაჭერის რადიუსი ნაკლებია პერფორირებული დისკოების რადიუსზე, ხოლო მილისების 4 რადიუსზე მეტია და ექსცენტრულად არის განლაგებული დისკოების 3 და მილისების 4 მიმართ. ამასთან, შემზღუდველები შესრულებულია ფირფიტების სახით 7 და დამაგრებუ
ია კორპუსის 1 ზედა ნაწილზე, ხოლო გადმომტვირთი სარკმელი 12 აღჭურვილია საფხეკელებით 13 და მის არეში განლაგებული საქშენებიანი მილაკებით 15, რომელიც შეერთებულია წყლის ან შეკუმშული ჰაერის წყაროსთან.

164 ge B 1995-12-25 published Sakpatenti

მანქანათმშენებლობა წნეხი მცენარეული ნედლეული წვენის გამოსაწური