ჩაის საკრეფი მანქანა = The Apparatus for Plucking the Tea Leaves : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 1995 136(4919579) B : (51) A 01 D 46/04 (IPC, 2006) / ზაურ ჩანჩიბაძე, ნოდარ გაბუნია, გიორგი გიორგაძე. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 1994 26 12 # 2. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 8 გვ. ; მუხლები: ფიგურა: 5.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

გამოგონება განეკუთვნება სასოფლო-სამეურნეო მანქანათმშენებლობის დარგს და შეიძლება გამოყენებულ იქნეს ჩაის საკრეფ მანქანებში, ჩაის ფოთლის მექანიზებული კრეფისათვის. გამოგონების ტექნიკური შედეგია მოკ-რეფილი ჩაის ფოთლის ხარისხის ზრდა მისი დაზიანების შემცირების გზით ფოთლის ტრან-სპორტირების დროს. ჩაის საკრეფი მანქანის ჩაის ფოთლის საკრეფი აპარატი, რომელიც შეიცავს შემწოვ პნევმოგამტარს 6 გაყოფილს ჰორიზონტალური ტიხარით 9 და შეერთებულს შემწოვ მოწყობილობასთან 16 და 17, გამომტან ტრანსპორტიორს 8, რომელიც პნევმოგამტარის 6 განივად არის დამაგრებული, და ბუნკერთან 36 შეერთებულ დამჭირხნ მილსადენს 34. ამასთან, პნევმოგამტარი განლაგებულია გამომტანი ტრანსპორტიორის 8 ორივე მხარეს და შესრულებულია წაკვეთილი კონუსის სახით 7 და 18 ხოლო გამომტანი ტრანსპორტიორი 8 შესრულებულია ორი ერთმანეთის საპირისპირო ბრუნვის შესაძლელობით დამაგრებული ბადისებური დისკოების სახით 21 და განლაგებულია ერთ სიბრტყეში. გარდა ამისა, პნევმოგამტარის 6 ნაწილში, გამომტანი ტრანსპორტიორის 8 წინ დამონტაჟებულია ხრახნული ტიხარი 10, გამომტანი ტრანსპორიტიორის 8 უკან პნევმოტრანპორტიორის 18 ნაწილში _ ვერტიკალური ტიხარი 22. ამასთან აპარატი აღჭურვილია დამატებითი ბუნკერით 36, და დამატებითი ვენტილატორებით 23, სათითაოდ დადგმული ბადისებური დისკოს 21 ზონაში.

136(4919579) ge B 1994-12-25 published Sakpatenti

სოფლის მეურნეობა მანქანათმშენებლობა ჩაის საკრეფი მანქანა ჩაის ფოთოლი მექანიზირებული საკრეფი აპარატი