მაყუჩი = Muffler : სასარგებლო მოდელის პატენტი = Patent for utility model : (11) GE U 1996 87 Y : (51) F 01 N 3/00 (IPC, 2006) / თემურ გობეჯიშვილი, ემზარ ხაჩიძე, შოთა კაპანაძე, ისიდორე ქოჩიაშვილი. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 1996 06 01 # 2. - სასარგებლო მოდელზე პატენტის სრული ტექსტი - 4 გვ. ; ფიგურები: 2.

– პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

სასარგებლო მოდელი განეკუთვნება მანქანათმშენებლობას, კერძოდ, შიდაწვის ძრავებში აირების ნაკადებით გამოწვეული ხმაურის ჩამხშობ მოწყობილობებს.
სასარგებლო მოდელის ტექნიკური შედეგია ხმის ჩახშობის ეფექტიანობის გაზრდა, ასევე გამონაბოლქვი აირების ტოქსიკური ნივთიერებისაგან გაწმენდა და კონსტრუქციის გამარტივება.
მაყუჩი შეიცავს კორპუსს 1, შემსვლელ 4 და გამომსვლელ 5 მილყელებს, პერფორირებულ ტიხრებს 7, გამაფართოებელ საკნებს. ყოველი დაწყვილებული ტიხარი 7 და 8 განლაგებულია ისე, რომ პერფორაციის ნახვრეტების ცენტრები ურთიერთაცდენილია არანაკლებ მათი დიამეტრის ტოლი მანძილით, ხოლო პერფორირებული ტიხრები 7 და 8 დამზადებულია ფოროვანი კატალიზატორშემცვლელი ნივთიერებისაგან მაგ., მანგანუმის შემცველი მადნისაგან.

87 ge Y 1996-06-01 published Sakpatenti

მანქანათმშენებლობა ძრავა აირი ხმაური მოწყობილობა კორპუსი ტიხარი კატალიზატორი