მუდმივ მაგნიტებიანი გრავიტაციული ძრავა
= GRAVITATIONAL ENGINE WITH CONSTANT MAGNETS : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2012 5396 B : (51) F 03 G 7/10 (IPC, 2006) /
ნიკოლოზ კიკაბიძე.
- ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2012 02 10 # 3.
- გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 9 გვ. ; მუხლები: 1 დამოუკიდებელი. ფიგურები: 6.
– პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.
ძრავა შეიცავს სტატორს, შესრულებულს სადგარზე 10 დამაგრებული ცილინდრული ფორმის მუდმივი მაგნიტის სახით 1, როტორს 2, რომელსაც გააჩნია რგოლის ფორმა და რომელზეც შესრულებულ რადიალურ ღარებში 3 ჩასმულია მოძრაობის შესაძლებლობის მქონე ღერძები 4. თითოეული ღერძის ერთ ბოლოზე დამაგრებულია სეგმენტის ფორმის მქონე მუდმივი მაგნიტი 5, ხოლო მეორე მხარეს კი საპირწონე 6, გარდა ამისა საპირწონეს მხარეზე თითოეული ღერძის ბოლოზე დამაგრებულია, სულ მცირე, ერთი გორგოლაჭი 7, რომელსაც გააჩნია სტატორის სადგარზე დამაგრებულ მიმმართველ ბილიკებზე 8 და 9 გორვის შესაძლებლობა. ბილიკები დამაგრებულია ისეთნაირად, რომ როტორის ბრუნვისას უზრუნველყოს ღერძებზე დამაგრებული სეგმენტური მაგნიტების სტატორთან მიახლოება და დაშორება საკმარისი მაგნიტური ველის წარმოქმნამდე და ამავე დროს, როტორის ბრუნვისას წარმოქმნილი ცენტრიდანული ძალების კომპენსაცია.