ტურბინა
= TURBINE : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2011 5271 B : (51) F 03 D 5/00 (IPC, 2006) /
შალვა ამირეჯიბი, თამაზ ღონღაძე, გიორგი აბულაშვილი.
- ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2011 08 25 # 16.
- გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 9 გვ. ; მუხლები: 1დამოუკიდებელი. ფიგურები: 3.
– პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.
ტურბინა შეიცავს კორპუსს, მასში მოთავსებულ ლილვს 6, რომელიც დაკავშირებულია მისი ღერძის პერპენდიკულარულ სიბრტყეში, ერთმანეთს შორის თანაბარი მანძილით, დამონტაჟებულ ფრთებთან 1. ამასთან, კორპუსში, რომელსაც გარსშემომდენი ფორმა აქვს, მოთავსებულია ღვედური 8 და 10 ან რომელიმე სხვა გადაცემით ერთმანეთთან დაკავშირებული ფრთის ან სართულებად განლაგებული ფრთების მოსაბრუნებელი და ლილვის მაბრუნი მრუდმხარა - ბარბაცა მექანიზმები. მაბრუნი მრუდმხარა - ბარბაცა მექანიზმის 5 და 4 მიმმართველში 3 მოთავსებული მოძრავი ცოციას 2 ფრთასთან სახსრულად მიერთების წერტილი, ფრთაზე აღძრული ჰიდროაეროდინამიკური ძალის მოდების წერტილისაგან, საჭირო მომენტის შექმნის მიზნით, დაცილებულია ექსცენტრისიტეტით e. ხოლო ფრთა ღარის ან შვერილის C მეშვეობით მონაცვლეობით კონტაქტშია მოსაბრუნებელი მექანიზმის მრუდმხარებთან 12 და 13 მრუდმხარა - ბარბაცა მექანიზმის მკვდარი წერტილების A და B მიდამოებში. ამასთან, ფრთის შემობრუნება ფიქსირებულია შემზღუდველებით 14.