ჰიდროელექტროსადგური
= HYDROELECTRIC POWER STATION : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2011 5151 B : (51) F 03 B 13/06 (IPC, 2006) /
მარინე ტაბატაძე, იროდიონ ტაბატაძე, თინათინ ონიაშვილი, გიორგი ტაბატაძე, ალექსანდრე ონიაშვილი.
- ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2011 01 25 #2.
- გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 11 გვ. ; მუხლები: 1 დამოუკიდებელი. ფიგურები: 3.
– პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.
ჰიდროელექტროსადგური შეიცავს წყალსატევის 7 ზემოთ დაყენებულ ვაკუუმის კამერას 1, მასში მოთავსებულ ღრუღერძიან 5 რეაქტიულ ტურბინას 2 ელექტროგენერატორით 3. ამსთან, ვაკუუმის კამერა ვერტიკალური სადაწნეო წყალსატარით 22, რომელიც მოთავსებულია მიწის ქვეშ, დაკავშირებულია ასევე მიწის ქვეშ მოთავსებულ ღრუღერძიან 26 ელექტროგენერატორთან 30 მიერთებულ რეაქტიულ ტურბინასთან 27, წყალსატევი კი - მიწის ქვეშ მოთავსებულ წყალშემკრებ რეზერვუართან 32, რომელიც მიერთებულია ტურბოგენერატორთან 36 და 37, ხოლო წყლის მიმღები კონფუზორი განლაგებულია წყალსატევის ზემოთ და მარეგულირებელი საკვალთიანი 41 მილსადენით 40 დაკავშირებულია წყალსატევთან, ვერტიკალური საკვალთიანი 43 მილსადენით 42 კი -- ვაკუუმის კამერასთან. ამასთან, შემწოვი 4 და გამწოვი 24 და 33 მილსადენების შიგა დიამეტრი ერთნაირია.