აბრამიანის პლასტმასის დასატენ-სტაბილიზატორი = ABRAMJAN PLASTIC WAD-STABILIZER : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2006 3910 B : (51) F 42 B 7/08 (IPC, 2006) / ვიტალი აბრამიანი. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45) : 2006 08 25 # 16. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 6 გვ. ; მუხლები: 1 დამოუკიდებელი; 2 დამოკიდებული. ფიგურა 4.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

1. ტექნიკური შედეგი
აეროდინამიკური მახასიათებლების გაუმჯობესება, ტყვიის სიჩქარისა და სროლის სიზუსტის გაზრდა.
2. არსი
დასატენ-სტაბილიზატორი 1 შესრულებულია ობტურატორით 2, შვერილით წინა ტორსზე 3 და ამონაღებით 4, ამასთან დასატენ-სტაბილიზატორს აქვს ბოლო 6 შესრულებული ცილინდრული ნაწილისა 7 და წაწვეტებული ტორსისაგან 8, ხოლო ამონაღების ცილინდრულ ნაწილში კედელზე არსებული გრძივი წიბოები 11 შესრულებულია უკანა ტორისაკენ ზრდადი სიმაღლით, აგრეთვე ობტურატორსა და შვერილს აქვს კონუსური გვერდითი ზედაპირი 9 და 10 შევიწროებით წინა ტორსისაკენ.
3. გამოყენების სფერო
საბრძოლო მასალა, კერძოდ, დასატენ-სტაბილიზატორი გლუვლულიანი სანადირო თოფის ტყვიისათვის.

3910 ge B 2006-08-25 published Sakpatenti

ცეცხლსასროლი იარაღი სანადირო იარაღი აბრამიანი პლასტმასი სტაბილიზატორი