გაზრდილი ხახუნის დიფერენციალი = INCREASED-FRICTION DIFFERENTIAL : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2012 5549 B : (51) F 16 H 48/22 (IPC, 2006) / ზურაბ ცინცაძე. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2012 05 25 N 10. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 5 გვ. ; მუხლები: 1 დამოუკიდებელი; ფიგურა 1.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

დიფერენციალი შეიცავს საერთო კორპუსში 1 მოთავსებულ ნახევარღერძებზე 2 დასმულ მზიურ კბილანებს 3 და მათთან კინემატიკურად დაკავშირებულ სატელიტების 4 ორ რიგს, მათთან ხისტად დაკავშირებულ ცილინდრულ კბილანებს 5, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია პარაზიტული კბილანით 6 მასში ჩასმული გამსწრები ქუროებით 7. აღნიშნული გამსწრები ქუროები ხრახნული წყვილებით 8 დაკავშირებულია შიგა განლაგების ფრიქციულ ელემენტებთან 9, რომლებიც მისაბჯენი საკისრებითა 10 და ცილინდრული ზამბარებით 11 დაკავშირებულია გარეგანლაგების ფრიქციულ ელემენტებთან 12. კორპუსსა 1 და გარე განლაგების ფრიქციულ ელემენტებს შორის თანაღერძულად მოთავსებულია ცილინდრული ზამბარები 13. გარდა ამისა, გარე განლაგების ფრიქციული ელემენტები უძრავ ღერძზე 14 დასმულია ღარობული შეერთებებით 15.

5549 ge B 2012-05-25 published Sakpatenti

საავტომობილო მრეწველობა ხახუნი დიფერენციალი