ჰიდროელექტროსადგური
= Rolling Stock Unit of Railway Transport : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2004 3246 B : (51) F 03 B 13/10 (IPC, 2006) /
თეიმურაზ ბაბუნაშვილი, იულონ გაბრიჩიძე.
- ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2004 05 25 # 10.
- გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 5 გვ. ; ფიგურა: 1.
– პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.
ჰიდროელექტროსადგური შეიცავს ტივტივას 1, რომელიც ხისტად არის ჩამოცმული ვერტიკალურ მილზე 2, კაშხლის 15 ტანში გატარებულ უძრავ წყალგადასაშვებ მილს 3, რომელშიც ვერტიკალური გადაადგილების შესაძლებლობით კოაქსიალურად ჩასმულია აღნ- იშნული ვერტიკალური მილი. ტივტივას ტანში მთელ სიგრძეზე შესრულებულია ჰორიზონტ- ალური წყლის გასატარებელი არხი 4. ვერტიკალურ მილს აქვს ზედა გამსხვილებული უბ- ანი 5 წყალსატარი ფანჯრებით 6, რომლებიც ემთხვევა წყლის გასატარებელ არხს და განკუთვნილია უძრავი წყალგადასაშვები მილის ბოლოზე დასაყრდნობად. გამსხვილებულ უბანში ვერტიკალური გადაადგილების შესაძლებლობით მოთავსებულია ტურბინის კამერა 7 წყალმიმღები ფანჯრებით 8 წყლის პერიოდულად გადასაშვებად უძრავ წყალგადასაშვებ მილში, რომელთანაც დაკავშირებულია ტივტივა მისი ზემოთ გადაადგილების შემზღუდველი ტროსით 9. ტურბინის კამერას ზედა მხარეს აქვს ფილა 10 ტივტივაზე დასაყრდნობად და მასზე დაყენებულია გენერატორი 11, რომელიც დაკავშირებულია ტურბინასთან 13. უძრავი წყალგადასაშვები მილი ქვედა ბიეფში აღჭურვილია საკეტით 16. ვერტიკალურ მილსა და უძრავ წყალგადასაშვებ მილს შორის გათვალისწინებულია ჰერმეტულობის დამც- ავი ელემენტი 17.