კაკიაშვილების ვარიატორი = Kakiashvili Variator : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2001 2399 B : (51) F 16 H 33/02 (IPC, 2006) / დავით კაკიაშვილი, შოთა კაკიაშვილი. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2001 03 25 N 6. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 8 გვ. ; ფიგურა: 2.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

1.ტექნიკური შედეგი
სიჩქარის რეგულირების დიაპაზონისა და ხანგამძლეობის გაზრდა.
2.არსი
ვარიატორი შეიცავს კორპუსს 5,წამყვან 11 და ამყოლ 12 ლილვებს,შუალედურ გორგოლაჭს 4,რომელიც დამაგრებულია კორპუსზე ხრახნული მექანიზმის 6 მეშვეობით.
წამყვან და ამყოლ ლილვებში შესრულებულ ღრუში ჩასმულია ლილვიანი დისკოები 1 და 7,
რომელთა ერთ მხარეს ხისტად დამაგრებულია, შესაბამისად, წამყვანი და ამყოლი დისკოები 2 და 8, ხოლო მეორე მხარეს დახვეულია ზამბარა 3 და 9, ამასთან, დისკოს 1 ლილვზე დახვეული ზამბარა ერთი ბოლოთი მიერთებულია ამავე ლილვთან, მეორე ბოლოთი კი- შუალედურ გორგოლაჭთან, დისკოს 7 ლილვზე დახვეული ზამბარა კი ერთი ბოლოთი მიერთებულია ამ ლილვთან, მეორე ბოლოთი კი-წამყვან ლილვზე დასმულ მქნევარა ბორბალთან.გარდა ამისა ვარიატორი აღჭურვილია ლილვიანი დისკოების 1 და 7 საწყის მდებარეობაში დამაბრუნებელი ზამბარებით.
3.გამოყენების სფერო
მანქანათმშენებლობა,კერძოდ ვარიატორები.

2399 ge B 2000-12-10 published Sakpatenti

მანქანათმშენებლობა ვარიატორი კაკიაშვილი