ჰიდროტურბინა
= Hydroturbine : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 1996 284 B : (51) F 03 B 17/00 (IPC, 2006) /
გიორგი ეგრისელაშვილი.
- ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 1996 06 01 №2.
- გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 4 გვ. ; 1 ფიგ.
– პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.
გამოგონება განეკუთვნება ჰიდრომანქანათმშენებლობის დარგს და შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო და სამეურნეო დარგში, კერძოდ, მცირე ჰიდროელექტროსადგურებში. გამოგონების ტექნიკური შედეგია სითხის ენერგიისა და ნაკადის სრული ათვისება, ჰიდროტურბინის კონსტრუქციის გამარტივება, რაც გამორიცხავს დამატებით საირიგაციო სისტემას, სითხის დიდი ნაკადის და რაოდენობის საჭიროებას. ჰიდროტურბინას გააჩნია ჰორიზონტალურღერძიანი 2 როტორი 1, რომლის წრეწირზე განლაგებულია გამჭოლი ნახვრეტის სახით შესრულებული სითხის მიმღები 3. როტორის ტორსებზე უძრავად დაყენებულია მკვებავი 4 და გადამწოდი ღარები 5 და ფარები 12 და 13. მკვებავი ღარის 4 სიგანე მოიცავს როტორის 1 ვერტიკალური სიბრტყის ზედა მდგომარეობაში მყოფ სითხის მიმღებს 3, ხოლო გადამწოდი ღარის 5 სიგანე - ხსენებული სითხის მიმღებისა 3 და მის მომიჯნავე ერთ სითხის მიმღებს მაინც, ამასთან, ფარები 12 და 13 მოიცავენ როტორის 1 ნახევარ წრეწირზე განლაგებულ სითხის მიმღებს, გარდა ხსენებული და როტორის ვერტიკალურ სიბრტყის ქვედა მდგომარეობაში მყოფი სითხის მიმღებისა 11.