ზურგსაკიდი სასხურებელი = Knapsack Sprayer : სასარგებლო მოდელის პატენტი = Patent for utility model : (11) GE U 2004 1102 Y : (51) 7 A 01 M 7/00 (IPC, 2006) / შალვა ლეფსვერიძე, აკაკი ბროლაძე. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2004 06 10 #11. - სასარგებლო მოდელზე პატენტის სრული ტექსტი - 4 გვ. ; ფიგურა: 1.

– პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

1.ტექნიკური შედეგი
შრომატევადობის შემცირება, მწარმოებლურობის გაზრდა და კონსტრუქციის გამარტივება.
2.არსი
ზურგსაკიდი სასხურებელი შეიცავს რეზერვუარს 1 სამუშაო სითხისათვის, რომელზეც და-
მაგრებულია ზურგსაკიდი ღვედები 3, სამუშაო სითხის სასხურებელ მოწყობილობას, რე-
ზერვუარიდან სამუშაო სითხის გამომყვან რეზინის შლანგს 5, რომელიც დაკავშირებულია სასხურებელ მოწყობილობასთან, ჩამკეტ ონკანს 4 და ამძრავს 9. სასხურებელი აღჭურ-
ვილია ჟიკლიორით 6, რომელიც, ერთის მხრივ, სამუშაო სითხის გამომყვანი რეზინის შლანგის საშუალებით დაკავშირებულია რეზერვუართან, ხოლო მეორეს მხრივ - სასხურე-
ბელ მოწყობილობასთან. სასხურებელი მოწყობილობა შესრულებულია გარსაცმისა და ამძ-
რავის ლილვზე დასმული ვენტილატორის 8 სახით. ამძრავი წარმოადგენს სახელურის 12 მქონე გარსაცმში 10 მოთავსებულ ელექტრომიკროძრავას და მისი კვების წყარო 11 მო-
თავსებულია სახელურში.
3.გამოყენების სფერო. მცენარეთა მავნებლებისაგან დაცვა, კერძოდ, შხამქიმიკატების სასხურებლები.

1102 ge Y 2004-06-10 published Sakpatenti

მცენარეთა დაცვა ზურგსაკიდი მავნებლები შხამქიმიკატები სასხურებელი