ავტონომიური თბური გენერატორი
= Self-Contained Thermal Generator : სასარგებლო მოდელის პატენტი [ = Patent for utility model] : (11) GE U 2000 581 U : (51) F 24 H 01/08 (IPC, 2006) /
იოსებ კუხიანიძე, ღუტუშა კვანტალიანი.
- ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2000 01 10 # 1.
- სასარგებლო მოდელზე პატენტის სრული ტექსტი - 4 გვ. ; 2 ფიგ.
– პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.
ავტონომიური თბური გენერატორი შეიცავს ცილინდრულ კორპუსს 1 საჰაერო ღრეჩოების 4 და 5 წარმომქმნელი წინა და უკანა ხუფებით 2 და 3, კორპუსთან 1 გაერთიანებულ ქვაბს 6 მასში მოთავსებული წვის კამერით 7, საქშენს 8, ქვაბში 6 მოთავსებულ აირგამტარ მილებს 10 საჰაერო ღრეჩოებთან 4 და 5 დაკავშირებული ღია ბოლოებით, წყალმიმღებს 11, წყალგამშვებ 12 და საკვამლე 14 მილებს. უკანა საჰაერო ღრეჩოში 5 მოთავსებულია ეკონომაიზერი 15 კორპუსისადმი 1 კონცენტრირებული კოლექტორებით 16 და 17, რომლებიც დაკავშირებულია შესაბამისად წყალმიმღებ მილთან 11 და შუალედურ მილთან 18.