ჰაინე, ჰაინრიხ, 1797-1856

ლექსები / ჰაინრიხ ჰაინე ; თარგმნ. გერმანულიდან ხარიტონ ვარდოშვილისა ; წინასიტყვ. ავტ.: კონსტანტინე გამსახურდია. - მე-2 გამოცემა. - თბილისი : საბჭოთა მწერალი, 1948. - 280 გვ. ; 15 სმ.

ი. გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმის კატალოგი.
სუპერზე: „კარგი წიგნი. ჰაინე. ი. გრ“.
ფორზაცის მე-2 გვ.: „მასლაათი, XII“.
გვ. XI. ხაზგასმულია: „გაქრისტიანებულს“, მიწერილია: „გაქრისტიანებული ებრაელი“.
გვ. 58. ხაზგასმულია: „როს გიკოცნი ვნებით ტუჩებს“... მიწერილია: „განდეგილი ილიას“.
გვ. 59. ზემო ორ სტროფთან მიწერილია: „ილია“. ბოლო სტროფთან: „ეს ლექსი მეც გავაკეთე“.
გვ. გვ. 69, 70, 82 არშიაზე მიწერილია: „კარგია“.
წიგნის ბოლო ფორზაცზე: „ამ წიგნის რეცენზია იხ. „მნათობი“, 1948 წ. № 10, გვ. 151 ვახტანგ კუპრავასი“.
მეორე ცალის ყდის პირველ გვ.: „წაღვერისათვის. ი. გრ“.
ფორზაცზე: „1. „ცოლქმრობიანობა“, 70. 2. ქმრიანი ხარ, 71. 3. მეც ბავშვი ვარ, 99. 4. მერცხლები, 102. 5. დავემხობოდი, 198. 6. სიყვარულზე ბაასი, 84“.
გვ. 85. სტრიქონთან: „მოშხამულია ჩემი სიმღერა“, მიწერილია: „შხამით სავსეა (განდეგილი)“.
გვ. 106. მოხაზულია სტრიქონი: „მეთევზე, გოგოვ, ტურფავ...“ მიწერილია: „ი. ბაქრაძის თარგმანიც არსებობს“.


გერმანული ლიტერატურა გერმანული ლექსები

821.112.2-1