ბუჩქის სასხლავი და დამქუცმაცებელი აპარატი
= Apparatus for Cutting and Comminuting of Bushes : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 1998 538 B : (51) A 01 D 46/04 (IPC, 2006) /
არჩილ გეგუჩაძე, ზაზა მახარობლიძე, ზურაბ თადუმაძე, თამაზ რუსაძე.
- ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 29.01.97. # 1.
- გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 5 გვ. ; ფიგურა: 3.
- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.
გამოგონება განეკუთვნება სასოფლო-სამეურნეო მანქანათმშენებლობას, კერძოდ, ბუჩქის სასხლავ და დამქუცმაცებელ აპარატებს და შეიძლება გამოყენებული იქნეს ჩაის ბუჩქის ნახევრად მძიმე სხვლისათვის. გამოგონების გამოყენების შედეგად მიღწეული ტექნიკური შედეგია ბუჩქის სრულყოფილი სხვლა სასურველი ფორმისა და სიმაღლის გათვალისწინებით როტორული დამქუცმაცებლის ზედაპირის ჩაზნექილობის რეგულირების გზით. ტექნიკური შედეგი მიიღწევა იმით, რომ ბუჩქის სასხლავი და დამქუცმაცებელი აპარატი შეიცავს გარსაცმს 1, მის შიგნით განლაგებულ მჭრელ ორგანოს 2 და მასთან სახსრულად დაკავშირებულ მრუდხარას 3. მჭრელი ორგანოს 2 ზემოთ, გარსაცმის წინა ნაწილში მოთავსებულია მილძაბრი 4, რომლის ქვემოთ განლაგებულია უკუმჭრელი დანები 5. მჭრელი ორგანოს 2 ზემოთ, გადახრის შესაძლებლობით დაყენებულია ჩაზნექილზედაპირიანი როტორული დამქუცმაცებელი 7, რომელიც შესრულებულია მის ლილვზე 13, ერთმანეთს შორის მანძილის უცვლელად დასმული საბჯენი დისკოებისა 11, 12 და მათთან დრეკადად დაკავშირებული დამჭერი 9, 10 დისკოების სახით, ამასთან, საბჯენი დისკოებიდან ერთი 11 დასმულია ხისტად, მეორე 12 კი მასთან დაწყვილებულ დამჭერ დისკოსთან 10 ლილვის 13 მიმართ მობრუნებისა და ფიქსაციის შესაძლებლობით, ხოლო როტორული დამქუცმაცებლის 7 მჭრელი დანები 14 სახსრულად დაკავშირებული და გაჭიმულია დამჭერ 9, 10 დისკოებს შორის.
538 ge B 1997-01-29 published Sakpatenti
სოფლის მეურნეობა მანქანათმშენებლობა დამქუცმაცებელი სასხლავი აპარატი