მყარი სათბობის ღუმელი
= Solid Fuel Furnace : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 1998 872 B (51) F 24 B 1/26 (IPC, 2006)/
ნოდარ ქევხიშვილი, თამაზ ნაცვლიშვილი, ოთარ თოიძე, აბესალომ ბეროშვილი.
- ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 15.04.97. #5.
- გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 5 გვ. ; ფიგურა: 4.
- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.
გამოგონება განეკუთვნება სათბობის, კერძოდ, მყარი სათბობის, უპირატესად ქვანახშირის ღუმელების საყოფაცხოვრებო პირობებში გამოსაყენებელ მოწყობილობებს. გამოგონების ტექნიკური შედეგია სათბობის წვის პროცესის სრულყოფის შედეგად ეკოლოგიური სისუფთავის გაზრდა. მყარი სათბობის ღუმელი შეიცავს თავსახურიან 12, ზედა ნაწილში ჩაკეტვის შესაძლებლობის მქონე, ნახვრეტიან 4 კორპუსს 1, სასათბობეთი 2, ცეცხლრიკს 5, სანაცრეს 7 და საკვამლე მილს 15, ამასთან სასათბობე 2 შესრულებულია ფსკერსა და მოსახსნელ თავსახურზე 10 ნახვრეტების 3 და 11 მქონე ყუთის სახით, რომელიც დადგმულია კორპუსის ფსკერზე არსებული ნახვრეტის 4 თანხვდომით, კორპუსის სახურავსა და კედლების მიმართ ღრეჩოს 16 წარმოქმნით.