გაზის გაყოფის ხერხი და მოწყობილობა გაზის გასაყოფად = ? : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 1997 897(4614265) B : (51) F 25 J 3/02 (IPC, 2006)/ როი ე. კემპბელ, ჯონ დ. ვილკინსონ, ხენკ მ. ხადსონ. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 15. 04. 97. N5. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 50 გვ. ; ფიგურა: 10.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

აღწერილია ნახშირწყალბადის აირის ნაკადიდან პროპანისა და უფრო მძიმე ნახშირწყალბადების კომპონენტების დაჭერისა და გამოყოფის ხერხი. ნაკადი იყოფა პირველ და მეორე ნაკადებად. პირველი ნაკადი ცივდება მისი შემდგომი პრაქტიკულად სრული კონდენსირებისა და დისტილაციური სვეტის წნევამდე გაფართოების მიზნით. გაცივების შემდეგ პირველი გაცივებული ნაკადი მიედინება სითბოგამცვლელში, სადაც იგი სითბოს უცვლის უფრო თბილ დისტილაციურ ნაკადს, რომელიც ადის დისტილაციური სვეტის ფრაქციონირების სექციიდან. შემდეგ პირველი უფრო თბილი ნაკადი, მიეწოდება სვეტს, მიწოდების პირველ პოზიციაში სვეტის ცენტრის გასწვრივ. მეორე ნაკადი ფართოვდება სვეტის წნევამდე და შემდეგ მიეწოდება სვეტში მიწოდების მეორე პოზიციაში სვეტის ცენტრის გასწვრივ. დისტილაციური ნაკადი ცივდება პირველი ნაკადის მიერ ნაწილობრივ კონდენსირებამდე. ამის შემდეგ ეს ნაწილობრივ კონდენსირებული დისტილაციური ნაკადი იყოფა აქროლად ნარჩენი აირისა და ფლეგმის ნაკადებად. ფლეგმის ნაკადი მიეწოდება სვეტში სვეტის ზედა მიწოდების პოზიციაში. სვეტში მიწოდების ტემპერატურა ეფექტური საშუალებაა სვეტის ზედა სამხრის ტემპერატურის მოცემულ დონეზე შესანარჩუნებლად, რის გამოც ხდება კომპონენტის ძირითადი ნაწილის დაჭერა. მეორეს მხრივ, მარეგულირებელი საშუალება შეიძლება ადაპტირებულ იქნეს ისე , რომ შესაძლებელი იყოს კომპონენტის ძირითადი ნაწილის დაჭერა.

897(4614265) ge B 1997-04-15 published Sakpatenti

ნახშირწყალბადი გაზი აირი