TY - BOOK AU - სამადალაშვილი, ალბერტ AU - მახარობლიძე, ზაზა ED - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი TI - მოტობლოკით ფერდობზე ხვნის ხერხი და მოწყობილობა PY - 0000///პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 15 07 97 N11 CY - ქ. მცხეთა PB - საქპატენტი KW - სოფლის მეურნეობა KW - მანქანათმშენებლობა KW - მოტობლოკი KW - ფერდობი KW - ნიადაგი N1 - - პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე N2 - გამოგონება განეკუთვნება სასოფლო-სამეურნეო მანქანათმშენებლობას, კერძოდ ფერდობზე ნიადაგის დამუშავების ხერხს და მოწყობილობას. გამოგონების ტექნიკური შედეგია ტექნოლოგიური პროცესის შესრულების ხარისხის გაზრდა, აგრეგატის მართვის გამარტივება, ფერდობზე ხვნის დროს და გაჩერებისას აგრეგატის მდგრადობის გაზრდა, აგრეგატის ტექნოლოგიური პროცესის უკუმიმართულებით შესრულებისათვის ბაგირის გადასატანად დახარჯული დროის შემცირება, კონსტრუქციის გამარტივება . მოტობლოკით ფერდობზე ხვნის ხერხი ითვალისწინებს მოტობლოკის წინასწარ დაბმას ბაგირით დასამუშავებელი უბნის შუა ხაზის გასწვრივ ნიადაგში ხისტად დასმულ ღუზაზე, ყოველი მომდევნო კვალის გავლების წინ მოტობლოკის დაფიქსირებას ნიადაგზე, სახნავი კვალის სიგანის ტოლი სიგრძის ბაგირის დახვევას მოტობლოკის კორპუსზე მოთავსებულ დოლზე და მის დაფიქსირებას. მოტობლოკის ფერდობზე ხვნის მოწყობილობა კი შეიცავს მოტობლოკზე მოთავსებულ დოლს 4 დახვეული ბაგირით 2, რომლის მეორე ბოლო დამაგრებულია ნიადაგში ხისტად დასმულ ღუზაზე 3, ამასთან, დოლი 4 ბრუნვისა და ფიქსაციის შესაძლებლობით მოთავსებულია მოტობლოკის კორპუსზე 1 ზემოდან, ხოლო ბაგირის გადახვევისას ფერდობზე დაცურების ასაცილებლად მოტობლოკს გააჩნია ნიადაგში დამაფიქსირებელი მექანიზმი, რომელიც შესრულებულია მოტობლოკის კორპუსთან 1 სახსრულად დაკავშირებული და მასთან ზამბარით 15 მიბჯენილი დეზებიანი 16 ჩარჩოს 17 სახით. UR - http://www.sakpatenti.gov.ge/ka/search_engine/search/1/ ER -