ხე-ტყის ორმხრივი განივად გადასატანი საბაგირო მორსათრევი დანადგარი
= TWO-SIDED CABLE LOGGING MACHINE FOR WOOD TRANSVERSAL TRANSFER : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2015 6291 B : (51) B 61 B 7/00 (IPC, 2006) /
რამაზ ტყემალაძე, დავით მოსულიშვილი, ზაურ ჩიტიძე, ნათია ჭელიძე-ტყეშელაშვილი, ვახტანგ აბაიშვილი, მაია გოგოტიშვილი, ზაურ ბალამწარაშვილი.
- ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2015 05 25 #10.
- გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 8 გვ. ; მუხლები: 1 დამოუკიდებელი; 1 დამოკიდებული. ფიგურა 2.
- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.
დანადგარი შეიცავს მთავარ მზიდ ბაგირს 12 მასზე მოძრავი ძირითადი სატვირთო ურიკით 14, საჩერით 15, ორმხრივ განივად გადასატან მზიდ ბაგირებს 34 და 35 მათზე მოძრავი დამხმარე ურიკებით 22 და 23 და ჯალამბარს 1. ამასთან, დამხმარე ურიკების საწევი ბაგირები 4 და 5 გატარებულია საჩერზე დამონტაჟებულ, ორი განმხოლოებული ერთღარიანი ბლოკისგან 17 და 18 შემდგარ სატვირთო ბლოკში 19, რომელიც განლაგებულია ძირითადი მზიდი ბაგირის ვერტიკალური სიბრტყის სიმეტრიულად, ამასთან, ძირითადი ურიკის საწევი ბაგირი 2 გატარებულია ჯერ ერთღარიან ბლოკში 16, რომელიც დამონტაჟებულია საჩერზე, დამხმარე საწევი ბაგირებისთვის განკუთვნილი სატვირთო ბლოკის ზემოთ, მზიდი ბაგირის ვერტიკალურ სიბრტყეში, ხოლო შემდეგ ძირითადი ურიკის ერთღარიან სატვირთო ბლოკში 13.