საშრობი მოწყობილობა = DRYING EQUIPMENT : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2014 6126 B : (51) F 26 B 17/22 (IPC, 2006) / მარკ ლუის ვესლი, სურენ ნიკოგოსიანი, მარინე ნანობაშვილი, თინათინ ლეჟავა. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2014 07 25 №14. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 5 გვ. ; მუხლები: 1 დამოუკიდებელი. ფიგურა: 1.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

მოწყობილობა შეიცავს ვერტიკალურად განთავსებულ ცილინდრულ კორპუს 1, რომლის შიდა სივრცე დახრილი ტიხრით 5 ჰერმეტულად გაყოფილია ორ ზონად, ამასთან, ტიხრის ზედა ნაწილი დამაგრებულია ტრანსპორტიორის სიმაღლის 2/3-ზე, ხოლო ქვედა ნაწილი კორპუსის ბრტყელ ძირზე და შეერთებულია გადმოსატვირთ მილისასთან 7. გარდა ამისა, კორპუსში კოაქსიალურად მოთავსებულია შნეკური ტრანსპორტიორი 2, რომლის ამძრავი ღრუ ლილვია 3 და მის პერიმეტრზე ტრანსპორტიორის ჩასატვირთი ფანჯრის 9 ზევით შნეკის ხვიების ბიჯებს შორის გაკეთებულია ნახვრეტები 8, რომელთა დიამეტრები მცირდება ლილვის სიმაღლის მიხედვით. ლილვის ტრანსპორტერიდან გამომავალ ზედა ბოლოზე დამაგრებულია ფრთები 4. ამასთან, ღრუ ლილვი მიერთებულია თბომატარებლის მილყელთან 10.

6126 ge B 2014-07-25 published Sakpatenti

ფხვიერი მასალები ხის დამამუშავება კვების მრეწველობა ბიომასა ნახშირი მარცვლეული საშრობი