გუთანი ცვალებადი მოდების განით = PLOUGH WITH CAPTURE OF VARIABLE WIDTH : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2015 6252 B : (51) A 01 B 3/46 (IPC, 2006) / ჯემალ კაციტაძე, ივანე კაპანაძე, ილია ბიძინაშვილი, სევერიან მახაჭაშვილი. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2015 02 25 №4. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 8 გვ. ; მუხლები: 1 დამოუკიდებელი. ფიგურა: 3.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

გუთანი შეიცავს ტრაქტორთან საკიდი სისტემით 1 დაკავშირებულ ჩარჩოს, შედგენილს ძირითადი კოჭისაგან 2, წინა 3 და განივი 4 ძელებისაგან, ჩარჩოს ძირითად კოჭზე დამაგრებულ გუთნის კორპუსებს 5, განივ ძელზე დასმულ ნიადაგის დამუშავების სიღრმის სარეგულირებელ თვალს, გუთნის მოდების განის ცვალებადობის მექანიზმს, შესრულებულს ჩარჩოს ძირითად კოჭზე დაყენებული ჰიდროცილინდრის 8 სახით, გარდა ამისა, იგი აღჭურვილია გუთნის კორპუსის მქონე დამატებითი კოჭით 6, რომელიც სახსრულად დაკავშირებულია ჩარჩოს ძირითად კოჭთან. გუთნის მოდების განის ცვალებადობის მექანიზმის ჰიდროცილინდრი დაყენებულია ჩარჩოს ძირითადი კოჭის უკანა ნაწილში და მისი ჭოკის 9 თავი მოძრაობის შესაძლებლობით დაკავშირებულია დამატებით კოჭთან. გუთანს გააჩნია ბლოკირების სისტემა, რომელიც შესრულებულია ჰიდროცილინდრის ჭოკზე მოთავსებული ფიქსატორიანი ზამბარის 11, ნახევრადსფერული ბურთულის 12, ჭოკის თავზე არსებული ღარის 13, დამატებით კოჭზე დასმული მოძრაობის შესაძლებლობის მქონე ჩანგლისა 14 და ჩარჩოს ძირითად კოჭზე დამაგრებული უძრავი ჩანგლის 15 სახით.

6252 ge B 2015-02-25 published Sakpatenti

სოფლის მეურნეობა მანქანათმშენებლობა გუთანი ტრაქტორი ჰიდროცილინდრი ზამბარა