მზის სხივების კონცენტრატორი
= Concentrator of Solar Beams : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2000 1947 B : (51) F 24 J 2/02 (IPC, 2006) /
ალექსანდრე მოსეშვილი, ლევან ცინცაძე.
- ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 1999 11 05 N 12.
- გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 9 გვ. ; ფიგურა: 5.
- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.
1. ტექნიკური შედეგი სინათლის სხივების კონცენტრაციის ხარისხის გაზრდა,სინათლის მიმღები ობიექტის კოსმოსური მავნე რადიაციისაგან დაცვის ეფექტურობის ამაღლება, გაბარიტებისა და მასის შემცირება. 2. არსი კონცენტრატორი შეიცავს სხივების მიმღებ ფენას, რომელიც წარ- მოადგენს ფიჭურად განლაგებული სხივების შემკრები ძაბრისებრი ელემენტების 1 სიმრავლეს, მიმღები ფენის ქვემოთ და მის პარალე- ლურად განლაგებულ ფენებს, რომელთა ზედა მხარეებზე ფორმირებუ- ლია ექვსსხივიანი ვარსკვლავების სახით დაჯგუფებული სინათლის ამრეკლი ზედაპირების მქონე ღარები. ვარსკვლავების ცენტრებში მოთავსებულია ძაბრისებრი ელემენტები. მიმღები ფენიდან გამო- სული სხივები ხვდება ქვედა ფენის 3 როგორც ძაბრისებრ ელემენ- ტებში 9, ასევე ღარების 8 ბოლოებზე. ღარების საშუალებით სხი- ვები ვრცელდება ვარსკვლავების პერიფერიიდან მათ ცენტრებში მდე- ბარე ძაბრისებრ ელემენტებისაკენ 9, რომლებიც კონცენტრირებულ სხივთა კონებს გადასცემს ღარების მქონე ფენას 5, ის კი - მომ- დევნო ფენებს, რომლებიც ახორციელებენ მათ შემდგომ კონცენტ- რირებას. ყოველ მომდევნო ფენაში ღარის სიგრძე აღემატება წინა- მდებარე ფენაში არსებული ღარის სიგრძეს. 3. გამოყენების სფერო ჰელიოტექნიკა.