სინერგიული ჰერბიციდული ნარევები = Herbicidal Mixtures Having Synergistic Effect : გამოგონების პატენტი = Patent for invention : (11) GE P 2005 3419 B : (51) A 01 N 43/80 (IPC, 2006) / კარლ-ოტო ვესტფალენი, მარტინა ოტენი, ჰელმუტ ვალტერი, ვოლფგანგ დაინი, მაქს ლანდესი, ელმარ კიბლერი, ბერნდ სივერნიხი, ჰერვე ვანტიგჰემი. - ქ. მცხეთა : საქპატენტი, პატენტის გამოქვეყ.თარიღი და ბიულეტენის ნომერი (45): 2005 01 25 #2. - გამოგონებაზე პატენტის სრული ტექსტი - 110 გვ. ; მუხლები: 4 დამოუკიდებელი; 27 დამოკიდებული. ცხრილი: 84.

- პატენტის სრული აღწერილობისა და ტექსტის მოსანახად ქართულ ენაზე დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს ბმულზე „სხვა ძიებები“ და შემდეგ საქპატენტის შესაბამის ბმულზე.

1. ტექნიკური შედეგი
ჰერბიციდული ნარევების მოქმედების ეფექტურობის ამაღლება.
2. არსი
სინერგიული ჰერბიციდული ნარევი შეიცავს: ა)სულ მცირე ერთ 3-ჰეტეროციკლით ჩანაცვლებულ ბენზოილის წარმოებულს, ფორმულით (1),







სადაც, ჩამნაცვლებლებს გააჩნიათ აღწერილობაში მითითებული მნიშვნელობები, ან მის ეკოლოგიურად მისაღებ ერთ მარილს და ბ)სინერგიულად ეფექტური რაოდენობით ერთ ჰერბიციდულ ნაერთს ჯგუფიდან, რომელიც შეიცავს: აცეტილ CoA- კარბოქსილაზას (ACC) ინჰიბიტორებს, აცეტოლაქტატსინთაზას (ALS) ინჰიბიტორებს, ამიდებს, აუქსინურ ჰერბიციდებს, აუქსინის მატარებელ ინჰიბიტორებს, კაროტინოიდის ბიოსინთეზის ინჰიბიტორებს, ენოლპირუვილ-შიკიმატ-3-ფოსფატ-სინთაზას ინჰიბიტორებს (ESPS), გლუტამინ-სინთეტაზას ინჰიბიტორებს, ლიპიდების ბიოსინთეზის ინჰიბიტორებს, მიტოზის ინჰიბიტორებს, პროტოპორფირინოგენ - IX - ოქსიდაზას ინჰიბიტორებს, ფოტოსინთეზის ინჰიბიტორებს, სინერგისტებს, ზრდის რეგულატორებს, უჯრედის კედლების ბიოსინთეზის ინჰიბიტორებს და სხვა განსხვავებულ ჰერბიციდებს.
სინერგიული ჰერბიციდული ნარევის შემცველი ჰერბიციდული საშუალება, მისი მიღების ხერხი და არასასურველ მცენარეებთან ბრძოლის ხერხი.
3. გამოყენების სფერო
სოფლის მეურნეობა, მცენარეთა დაცვა.

3419 ge B 2005-01-25 published Sakpatenti

სოფლის მეურნეობა მცენარეთა დაცვა ჰერბიციდი